
ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული; ღირსმოწამეთა: პროხორე ქართველისა (1066), ლუკა იერუსალიმელისა (1273-1277), მოწამისა ნიკოლოზ დვალისა (1314), და იერუსალიმის ქართველთა მონასტრებში ცხოვრებულთა ყოველთა ქართველთა მოწამეთა და ღირსთა მამათა (IV-XVIII); მელეტი დიდისა, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსისა (381); ღირსთა მარიამისა (მარინოსისა) და მამისა მისისა ევგენისა (VI); ანტონი კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (901); ალექსი მოსკოველი მიტროპოლიტისა, სასწაულმოქმედისა (1378); ახალმოწამისა ქრესტოს მებაღისა (1748).
დღის ლოცვა
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.
ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.