
წმიდათა მამამთავართა კვირიაკე.
მღვდელმოწამისა ელევთერისა და დედისა მისისა მოწამისა ანთიასი და მოწამისა კორივი ეპარქოსისა (II);
ღირსისა პავლე ლატრიელისა (955);
მოწამისა ელევთერისა (305-311);
ღირსისა პარდოს განდეგილისა (VI);
წმინდა სტეფანე აღმსარებელი, სუროჟის მთავარეპისკოპოსი (+750); აფრიკელი მოწამენი: წმინდა ფაუსტინი, ლუკია, კანდიდი, ცელიანი (ანდა კალიანი), მარკოზი, იანუარი და ფორტა; მღვდელმოწამე ვალერიანე - ალბის ეპისკოპოსი, რომაელი მოწამენი: ფელიქს ეპარქი და ორი უცნობი მეომარი (+126); წმინდა იოანე ოქროპირის აღსაყდრება, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ტახტზე 397 წლის 15 დეკემბერს; ღირსი მაკარი, სინას ეპისკოპოსი (XIII);
ავბერტ (აუბერტ) კამბრაელი ეპისკოპოსი (+668);
წმინდა მოწამე სუსანა, რომელიც მამაკაცად გადაცმული იოანეს სახელით მოსაგრეობდა (IV);
ღირსი ოფი ესექსელი (+709);
ღირსი ნექტარიოს ბიტოლელი (XV);
წმინდა მოწამე ბაქოზი (ბაკქოსი) ახალი (+787);
მართალი დიმიტრი მთიელი (+1828);
ღირსი ტრიფონ პეჩანგელი, კოლელი, ლოპართა განმანათლებელი და მოწაფე მისი ღირსმოწამე იონა; წმინდა მღვდელმოწამენი: ილარიონი (ტროიცკი), ვერეის მთავარეპისკოპოსი (+1929); ალექსანდრე როჟდესტვენსკი, მღვდელი; ვასილი ვინოგრადოვი, მღვდელი; ვიქტორ დობრონრავოვი, მღვდელი (+1937).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე ელევთერისა და დედისა მისისა მოწამისა ანთიასი და მოწამისა კორივი ეპარქოსის კონდაკი:
ვითარცა პატიოსან იყავ მღდელთა შორის, ღირსო, ეგრეთვე ყოველთა მოღვაწეთა თანა ქებულ ხარ, გევედრებით შენ მღდელმოწამეო ელევთერი, ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი, მრავალფერთა განსაცდელთაგან განგვათავისუფლენ და ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.