
ხსენება სასწაულისა ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელისა მიერ კოლასეს (რომელ არს ხონა) შინა (IV); მოწამეთა: ევდოქსისი, ზენონისი და მაკარისი (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამეთა რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილესი, ჰორტინელი ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11-თა მოწამეთა (დაახლ. 250); ღირსისა დავითისა (VI).
დღის ლოცვა
ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა
ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო მიქაელ, გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა შენითა შეგვზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენ ჩუენ, დიდნო მთავარო ზეცისა ძალთაო.
კონდაკი: მთავარანგელოსო ღმრთისაო მიქაელ, მსახურო საღმრთოსა მის დიდებისაო, ანგელოზთა მთავარო და წინამძღვარო შეცდომილთაო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენ დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის-მთავარო.