
ღირსისა ექვთიმე გარეჯელისა, წინამძღვრისა (მჭედელაშვილი) (1804); ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკოელი ეპისკოპოსისა (815-820); მირონ სასწაულმოქმედისა, კრიტელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 350); მოწამეთა ელევთერისი და ლეონიდისი.
დღის ლოცვა
ემელიანე აღმსარებელის, კვიზიკელი ეპისკოპოსის კონდაკი:
ახოვნად მბრძოლად გამოსჩნდი შენ სამებისა და განიოტენ მწვალებელთა ერნი, და განბრწყინვებულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომლისთვისცა ივნე, ღირსო ემელიანე; ამისთვის პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა, წარმართთა ზედა მოსლვისაგან იხსნენ მონანი შენნი.