მიცვალებულთა ლიტურგია
მიცვალებულთა ლიტურგია
* წმინდა გრიგოლ დიალოგოსი მოგვითხრობს თავის მონასტერში მომხდარ ამბავს: "ერთი ძმა, უპოვარობის აღთქმის დარღვევის გამო და სხვათა შესაშინებლად, საეკლესიო დაკრძალვას და ლოცვას არ ეღირსა ოცდაათი დღის მანძილზე. შემდეგ კი 30 დღის განმავლობაში მისი სულისთვის უსისხლო მსხვერპლი შეიწირებოდა. ბოლო დღეს იგი თავის ცოცხლად დარჩენილ ძმას გამოეცხადა და უთხრა: "აქამდე ცუდად ვიყავი, ახლა კი კარგად ვარ, რადგანაც დღეს ვეზიარეო".

* წმინდა იოანე მოწყალე, პატრიარქი ალექსანდრიისა ხშირად აღასრულებდა მიცვალებულთათვის ლიტურგიას და ეუბნებოდა მრევლს, რომ წირვა ძალზე ეხმარებოდა გარდაცვლილთა სულებს: "ვაჟი ტყვედ ჩავარდა, მის მშობლებს ის გარდაცვლილი ეგონათ და წელიწადში სამჯერ: ნათლისღებას, აღდგომას და სულთმოფენობას მის სახელზე შეკვეთილ წირვას ატარებინებდნენ. ტყვეობიდან თავდაღწეულმა მშობლებს უთხრა, რომ სწორედ ამ სამ დღეს მასთან ანთებული სანთლით ვინმე დიდებული კაცი მიდიოდა: ფეხებიდან ბორკილები დასცვივდებოდა და თავისუფალი იყო, დანარჩენ დღეებში კი დაბორკილი იყო, ვითარცა ტყვე".

* წმინდა იოანე დამასკელი ჰყვება: ერთ წმინდა მამას უდები მოწაფე ჰყავდა, რომელიც უეცრად გარდაიცვალა. ზეციურმა მამამ შეისმინა მოძღვრის ცრემლები და ვედრება და მოწაფის ხვედრი გაუმჟღავნა.

მან ის ყელამდე ცეცხლში ჩავარდნილი იხილა. მოძღვარმა სასტიკი მარხვა აიღო და დღედაღამ ლოცულობდა მოწაფისთვის, მაშინ მან ის უკვე წელამდე ცეცხლში იხილა. ბერმა მარხვა და ლოცვა გააათკეცა, ღმერთმა შეისმინა მისი ღვაწლი და ახლა უკვე ცეცხლიდან სრულიად გამოხსნილი იხილა.
ბეჭდვა
1კ1