

დღეს გეგას დაკრძალვის დღე იყო. ყველა, ვინც კი მას იცნობდა, ამ პატარა ვაჟკაცის გამორჩეულ ადამიანურ თვისებებსა და ნიჭიერებაზე საუბრობს.
გეგას მამა, ზაზა პატურაშვილი ასეთ პოსტს აქვეყნებს:
"მე ვინც მიცნობს იცის რომ, მე საერთოდ არ დამიწერია არასოდეს არანაირი პოსტი, მაგრამ ეხლა ვწერ და იმდენად მძიმეა ჩემთვის მაგრამ ვიცი რომ გეგას ვწერ , მისმენს და მხედავს. მე-3დღეა და როგორც წმინდა მამები ამბობენ გეგა დაგატარებენ, სადაც შენ გინდოდა ყოფნა ამ სამი დღის მანძილზე და ვიცი რომ სახლში ხარ და ნინოს ანუგეშებ ეხლა. გეგა შენი ბოლო პოსტით პატიება ითხოვე..... მაპატიე მეც ყველაფერი, მაპატიე რომ ვერ გითმობდი ბევრ დროს და ვერ ვიცლიდი შენთვის და ანასთვის. მაპატიე, მაპატიე, მაპატიე გთხოვ ......... !!!! გპირდები რომ შენი სულის სადიდებლად გავაკეთებ ყველაფერს. შენ უნადა მოგეხედა ჩვენთვის და აკი გააკეთებ კიდეც, მამა იოანემ და მამა ანტონმა ერთი ანგელოზი გეგას სახით ოჯახში გყავთო, თქვენთვის წავიდა და არა უფლისთვისო, თქვენ უნდა გიპატრონოთო გეგამ, ილოცოსო. შენ არ იცი რამძიმეა ამ წუთებში უშენოდ. მაპატიეთ გთხოვთ ამ პოსტისთვის ყველას, არ შემეძლო სხვანაირად და დიდი მადლობა ყველას".
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი გეგას! მის მშობლებს კი მისცეს ძალა ამ უმძიმესი განსაცდელის გადასატანად!