რაც შენი სულისათვის არის სასარგებლო, იმას გასწავლის ეკლესია
რაც შენი სულისათვის არის სასარგებლო, იმას გასწავლის ეკლესია
ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე):

-ეკლესია არის გემბანი და იმ გემბანზე იმდენი თავისუფლებაა, რომ შენ თავისუფლება არ გეზღუდება. მთავარია გემბანზე იყო და ის აუცილებლად გადაგიყვანს ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე. იქ შენი თავისუფლება შეზღუდული არ იქნება. იმდენი თავისუფლება დაგრჩება, რომ ვერც კი იგრძნობ შეზღუდული თუ ხარ. ეკლესიური ცხოვრების წესში შეზღუდვა კი არ არის, არამედ ადამიანის სულისთვის სასარგებლო წეს-განგება და ტიპიკონია. რაც შენი სულისათვის არის სასარგებლო, იმას გასწავლის ეკლესია. როგორ გადასცემს მას მოძღვარი - აკრძალვებად გადააქცევს ამას თუ სისტემას ისე შეიმუშავებს, რომ ადამიანი თავად გაიზარდოს ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ეს უკვე მოძღვარზე და ექიმზეა დამოკიდებული.

KARIBCHE

KARIBCHE
ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი.
ბეჭდვა
1კ1