ღვთის წინაშე უდიდესი ღირსება აქვს ცოდნას და განათლებას, როცა იგი ჭეშმარიტ რწმენაზეა დაფუძნებული
ღვთის წინაშე უდიდესი ღირსება აქვს ცოდნას და განათლებას, როცა იგი ჭეშმარიტ რწმენაზეა დაფუძნებული

დღეს ეროვნული გამოცდები იწყება. წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ აბიტურიენტს და ვთავაზობთ ამონარიდებს სხვადასხვა ინტერვიუებიდან, რომლებშიც განათლებისა და ცოდნის მნიშვნელობაზეა საუბარი.
.ცოდნა  დიდი ძალაა. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ ცოდნაა ადამიანის ჭეშმარიტი საკუთრება. ის ადამიანს ანიჭებს შინაგან სიამაყეს, წონასწორობას, სულის სიმტკიცესა და თავისუფლებას.

გვესაუბრება დეკანოზი გიორგი  ზვიადაძე


- ზოგს ჰგონია, რომ ეკლესიური ადამიანებისთვის ცოდნის, განათლების მიღება დროის ფუჭი კარგვაა. სინამდვილეში რა მნიშვნელობა აქვს განათლებას ქრისტიანის ცხოვრებაში?

- განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეკლესიის მამები უაღრესად განათლებული პიროვნებები იყვნენ. როგორც წმიდა ილია მართალი ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსთან დაკავშირებით, იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. უძველესი დროიდანვე იდგა ეკლესიაში საკითხი გარეშე ფილოსოფიისა და საეკლესიო ფილოსოფიის ურთიერთმიმართებისა, რასაც წმიდა იოანე დამასკელიც ეხმიანება, როცა ამბობს, რომ გარეშე ფილოსოფია მსახურია ღვთისმეტყველებისა. წმიდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ მის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ იგი მრავალმხრივ განსწავლული პიროვნება იყო და იცოდა არა მხოლოდ საეკლესიო მოძღვრება, არამედ საერო ფილოსოფიაც. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. რწმენა უპირატესია. საეკლესიო ისტორიაზე თუნდაც ზედაპირულად თვალის გადავლებაც სავსებით ნათელს გახდის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კეთილსწავლულების პროცესს, რწმენისმიერი ცოდნის შეძენას, განათლებულობას. უსაფუძვლოდ როდია ნათქვამი, რომ განათლებული მორწმუნე მეგობარია ღვთისა. არსებითი მნიშვნელობა აქვს რწმენისა და ცოდნის თანხმობას. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა: ფილოსოფიის, ფილოლოგიის, იურისპრუდენციის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, ანთროპოლოგიის, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, - მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს. ღვთის წინაშე უდიდესი ღირსება აქვს ცოდნას და განათლებას, როცა იგი ჭეშმარიტ რწმენაზეა დაფუძნებული. გელათის საღვთისმეტყველო სკოლის ემბლემა იყო მზეში ჩახატული წიგნი, რაც, ვფიქრობთ, უაღრესად გამჭვირვალე სიმბოლოა.

- სტუდენტობას გამოცდების პერიოდი ეწყება. ალბათ ეს ყველაზე დატვირთული დღეებია მათ ცხოვრებაში. უმეტესობა მაინც დროს უქმად ვეღარ დაკარგავს. როგორ შეიძლება ამ პერიოდის ღვთის სათნოდ გამოყენება?

- რა თქმა უნდა, მეცადინეობით, შრომისმოყვარეობით, ლოცვით. დრო არავინ უნდა დაკარგოს უქმად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა არ დაისვენოს. ზოგიერთს დასვენება უქმობა ჰგონია. ფიზიკური და გონებრივი შრომა ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს, ორივე სასარგებლო და აუცილებელია. ძალიან ცუდია, როცა ადამიანს არა აქვს გამოკვეთილი მიზანი - რას ემსახუროს ან რისთვის გაიღოს თავისი ენერგია, ძალისხმევა. კვალიფიციურობა ყველაფერში მნიშვნელოვანია. ეს სკოლის მოსწავლესაც უნდა ესმოდეს, აბიტურიენტსაც და სტუდენტს - მით უმეტეს. იაპონიაში ყოფნისას ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში მისულ ჩვენს პედაგოგს პროფესორ-მასწავლებლებისთვის უკითხავს, რას უხერხებთ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ სწავლობენო. მათ ჯერ ვერ გაუგიათ შეკითხვა, ხოლო გარკვეული დროის შემდგომ გაოცებით უპასუხიათ: თუ სტუდენტია, როგორ არ სწავლობს და თუ არ სწავლობს, სტუდენტი როგორ არისო?



გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (მარგალიტაძე):


- მამაო, რა არის განათლება ეკლესიური თვალთახედვით?

- თვით ტერმინი "განათლება" სწორედ ქრისტიანულ პერიოდში დამკვიდრდა და აღნიშნავდა ქრისტე მაცხოვრის თვალუწვდენელ ნათელთან ზიარებას. ქრისტეს ნათელი ღვთაებრივი სიბრძნეა, რომელიც ურწმუნოებასა და ცოდვისმიერ წყვდიადს განანათლებს. სულიერი სიბრძნე კი ყოველ ცოდნაზე წინ მდგომი და ზეაღმატებულია. ასე ესმოდათ ძველ საქარ თველოში და ასევე ესმოდათ უძველეს ცივილიზებულ ერებს. ამიტომ "განათლებული" სულიერად განბრძნობილს ნიშნავს. დღეს ამ ტერმინმა დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და ოდენ წიგნიერებას, ცოდნის მიღებას აღნიშნავს.

- ზოგი მიიჩნევს, რომ ეკლესიურ ადამიანს არ სჭირდება საერო განათლება. რა აზრისაა ამაზე ეკლესია?


- ცხადია, ეს მცდარი აზრია. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობდნენ კარგი ექიმები, ინჟინრები, მასწავლებლები... ქვეყანაში სრული ქაოსი იქნებოდა. ეკლესია არასოდეს ეწინააღმდეგებოდა საერო განათლების მიღებას. პირიქით, ხელს უწყობდა და წაახალისებდა კიდეც. მაცხოვრის მცნება: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს" - არა მარტო სულიერი სრულყოფის, არამედ გარეშე ცოდნის აუცილებლობასაც გულისხმობს. ყველა ვალდებულია, მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა. ადამიანი უნდა ვითარდებოდეს, უკეთესისკენ მიილტვოდეს, იღრმავებდეს ზოგად განათლებას და, რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალად ყალიბდებოდეს. ოღონდ ცოდნის მიღებისას არ უნდა გამორჩეს სულიერება, ქრისტეს ნათლით განათლება. სულიერების უგულებელყოფა ცალმხრივად განვითარებას გამოიწვევს. ასეთი ადამიანი საშინლად ამპარტავანი და ეგოისტია და თუკი იგი დიდი ცოდნის პატრონია, ზოგჯერ ზიანის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სიკეთის.

- როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, შვილებს რომ სწორი განათლება მისცენ?

- შვილების აღზრდა ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საქმეა. პირველ რიგში, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ შვილის აღზრდა მოითხოვს მთელი ძალების მობილიზებას და დიდ ცოდნას. ვერც ძვირადღირებულ და პრესტიჟულ სკოლაში მიბარება გადაჭრის ამ პრობლემას. სწორი აღზრდისათვის მშობლის თავგანწირვაა საჭირო. თავანწირვაში პირად მაგალითს ვგულისხმობ. რომ აღზარდო, შენ თვითონ უნდა იზრდებოდე, ისწრაფოდე სულიერებისკენ. საკმარისი არ არის ასწავლო, რომ ღმერთი სიყვარულია; კონკრეტულ ვითარებაში თავად უნდა გამოიჩინო სიყვარულიც, მიმტევებლობაც, მოთმინებაც. ვფიქრობ, ეს არის საფუძველი სწორი აღზრდისა. რაც შეეხება უნარების განვითარებას, ესეც აუცილებელია, მაგრამ წინ არ უნდა უსწრებდეს ბავშვის სულიერ ზრდას. ვფიქრობ, სწორი არ იქნება, მთელი დღეები მოვანდომოთ ენების შესწავლას, მათემატიკას, ცეკვას, სპორტს, ლოცვას კი მხოლოდ 5 წუთი დავუთმოთ. სამწუხაროდ, დღეს "უნარების განვითარებაზე" უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე სულიერებაზე. წლების შემდეგ კი საშინელ აღმოჩენას გააკეთებენ: სურდათ, სხვა ვინმე აღეზარდათ, მიიღეს კი სულ სხვა.

- არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც არავითარი ცოდნა არ ჰქონიათ, მაგრამ ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.

- არ ჰქონიათ ტრადიციული საერო თუ სასულიერო განათლება, მაგრამ ნაზიარები იყვნენ სულიწმინდის მადლს და მისი მეშვეობით - ღვთაებრივ სიბრძნეს, რომელიც ბევრად აღემატება საუკეთესო საუნივერსიტეტო ცოდნასაც კი. ამის კარგი მაგალითები არიან მოციქულები, რომელთაც არავითარი განათლება არ ჰქონიათ, მაგრამ ღვთის მადლით ამ უბირმა, უწიგნურმა ადამიანებმა მთელი მსოფლიო მოაქციეს. ამით ღმერთმა აჩვენა, რომ კაცობრიობის მოქცევა იყო შედეგი არა მოციქულების განათლებისა და ინტელექტისა, არამედ მათზე გადმოსული მადლისა, რომელიც უძლურს მძლედ გამოაჩენს. ეს სულაც არ ნიშნავს განათლების ტრადიციული ფორმების უარყოფას. უბრალოდ, გვინდა ვთქვათ, რომ არსებობს განათლების, სულიერი ცოდნის მიღების განსაკუთრებული ფორმა - სულიწმინდით განბრძნობა, რომელიც ასკეზითა და მადლისმიერი ლოცვით მიიღწევა.

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სასულიერო აკადემიაში დასავლეთ ევროპის ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის მასწავლებელი თამარ ნუცუბიძე:

პროგრესის არ უნდა გვეშინოდეს. ეს ღვთისგან დაშორებას არ ნიშნავს. პირიქით, მე ვფიქრობ, უფალმა ადამიანს უზარმაზარი შესაძლებლობები, უნარი და ნება იმისთვის მისცა, რომ მან სულ წინ და წინ იაროს. ვფიქრობ, რაც უფრო განვითარდება ადამიანი, მით უფრო სწრაფად აღმოაჩენს ღმერთს. უფლის ძიებას პროგრესი ხელს არ უშლის; პირიქით, ცოდნის მეოხებით ჩვენ უფრო ვუახლოვდებით იმ დიდ ძალას, რომელსაც ცნობილი მეცნიერები თავიდან უარყოფდნენ, შემდეგ კი აღიარებდნენ.

ბეჭდვაელფოსტა
15.05. 2015
გაიხარეთ., ღმერთმა დაგლოცოთ//
ღმერთი გფარავდეთ ამინ/
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat