ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი (ცოცხალი), როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ჩვენ ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს – საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. ამას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდეც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანს თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას.
მსგეფსი

ა) შობიდან ნათლისღებამდე – 25 დეკემბრიდან (7 იანვარი) 4 (17) იანვრამდე;
ბ) მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული – დიდი მარხვის დაწყების წინ მესამე კვირა;
გ) ყველიერის შვიდეული – დიდი მარხვის წინ ბოლო კვირა; ხსნილია ყველითა და კვერცხით;
გ) ბრწყინვალე შვიდეული – აღდგომის შემდეგი კვირა;
დ) სულთმოფენობის შვიდეული - სულთმოფენობის დღესასწაულის მომდევნო კვირა.
ღმერთმა შეგვაძლებინოს მარხვის სწორად შენახვა...