-ათონზე დღემდე უწყვეტად არის შენარჩუნებული იესოს ლოცვის პრაქტიკა.
იესოს ლოცვის ტრადიცია ისიხაზმთან არის დაკავშირებული. ისიხაზმი ბერძნულად მყუდროებას, სიმშვიდეს, დადინჯებას ნიშნავს. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ვინც მყუდროების და დადინჯების საიდუმლოს ფლობდა, ეს იყო ღვთისმშობელი და სწორედ ამიტომ არის, რომ ათონის მთა ღვთისმშობლის მფარველობაშია. გაყუჩება, გონების გულში ჩასვლა და აქედან უკვე მოსმენა, თუ რას ამბობს უფალი შენში-აი, იესოს ლოცვის ძალა და მადლი.
