ადმიანმა მიზანი უნდა დაისახოს, აირჩიოს ცხოვრების გზა
ადმიანმა მიზანი უნდა დაისახოს, აირჩიოს ცხოვრების გზა
გვესაუბრება შემოქმედის ეპარქიაში მდებარე სოფელ შრომის წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სოფელ ჩიბათის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მამა პავლე ქინქლაძე:

ადმიანმა მიზანი უნდა დაისახოს, აირჩიოს ცხოვრების გზა. წმინდა დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე". მთავარია, ადამიანმა ნახოს გზა, ნებისმიერი გზა კი არა, არამედ გზა, რომელიც ღმერთამდე მიგვიყვანს, რომელიც სასარგებლოა ჩვენი სულისათვის. ამ გზაზე ადამიანი იღლება, მას უჭირს იმ ჯვრის ტარება, რომელიც მას უფალმა მისცა, ხშირად ჩვენ ჩვენივე არასწორი გადადგმული ნაბიჯებით ვირთულებთ და ვიმრუდებთ. გვახსოვდეს, რომ ეს გზა ია-ვარდებით არ არის მოფენილი და სიხარულით არ არის შემკული, არამედ ეკლიანია და დაბრკოლებებით სავსე, ამიტომ უნდა ვცდილობდეთ ჩვენი ცოდვებით უფალს არ განვეშოროთ, არამედ სინანულით და წრფელი მონანიებით მუდამ უფალს ვამსახუროთ ჩვენი თავი, არა ბოროტებას და ცოდვების ქმნას მიუძღვნათ ჩვენი თავი, არამედ სიკეთესა და სიყვარულს. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რაც ძალიან ძვირფასია თვითოეული ჩვენგანისათვის. წინასწარ გონიერებით უნდა განვჭვრიტოთ ჩვენი ნება საით წარვმართოდ და ისე ავირჩიოთ რას მივუძღვნათ ჩვენი თავი. არ შეიძლება ინერციით ვიცხოვროთ, არამედ წინდახედულებით განვსაზღვროთ, ჩვენი ცხოვრებით ჯვარი შევქმნათ, როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს: "ჰორიზონტალური-სწრაფვა ღვთისაკენ, ლოცვა, მარხვა და ვერტიკალური-ურთიერთობა ადამიანებთან, გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, "შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფვოდი მონებად უფლისა, განმზადე თავი შენი ყოვლისათვის განსაცდელისა"(ზირაქ.2.1).

ბეჭდვა
1კ1