მოწაფეები წავიდნენ და გააკეთეს ისე, როგორც უბრძანა მათ იესო ქრისტემ, მოიყვანეს სახედარი, იესო შეჯდა მასზე და წავიდა იერუსალიმისაკენ. ხალხი გამოვიდა მის შესახვედრად. ზოგი ტანსაცმელს იხდიდა და უფენდა ფეხქვეშ, ზოგი ბზისა და პალმის ტოტებს ტეხდა ძირს დასაფენად და ხმამაღლა ღაღადებდა: "ოსანა დავითი ჩამომავალს! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა... ოსანა მაღალთა შინა"...
თვით ყრმანიც მცირეწლოვანნი შეჰღაღადებდნენ და აქებდნენ უფალს. მაცხოვარი შებრძანდა ტაძარში და ვითარცა პატრონმან განდევნა მოვაჭრენი და უჯეროდ მოქმედნი.
შიგნით მოგროვდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეკითხებოდნენ, რა უფლებით და რა ძალით იქცეოდა ასე... მან კი მიუგო, რომ თვით მამამან მისმან მისცა მას ეს ძალა. შევიდა იერუსაიმში, ვითარცა მეუფე სატახტოთა ქალაქში მაცხოვარი.
