ბარაკონის ეკლესია აშენებულია მდინარეების-ლუხუნისა და რიონის შესართავთან რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ. "ბარაკონი" სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით "თეთრად მოელვარეს" ნიშნავს. ტაძარი 1753 წელს, რაჭის ერისთავის, როსტომის მიერ არის აგებული. ამავე ეკლესიაშია მისი საფლავიც. სააღმშენებლო წარწერებიდან ირკვევა, რომ ტაძრის არქიტექტორია ავთანდილ შუალავრელი. ტაძარი ნაშენია სოფელ იწიდან მოზიდული ქვით. გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფაოდალური ხანის ეკლესია, რომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად ააგაო. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, იგი ტუფის ქვით იყო ნაშენი. მას შიგნით ალებასტრის კანკელი ამშვენებდა. ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვები.
ავტორის ფოტოები


მამა ზურაბ ცხოვრებაძეს ხელთ უპყრია ღირსი მამა გაბრიელის მანტია.





