გადმოცემით, 792 წელს ხალიფა ხარუნარ-რაშიდმა ფლოტის უფროსს, ხუმეიდს, კუნძულ როდოსის დარბევა უბრძანა. ხუმეიდმა მირონ–ლუკიას მიაშურა, რათა წმიდა ნიკოლოზის საფლავი გაეძარცვა. თუმცა, ხუმეიდს შეეშალა და წმინდა ნიკოლოზის საფლავთან მდებარე სხვა საფლავი გახსნა. როგორც კი უსჯულოები ავიდნენ გემზე, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ზღვა გამძვინვარდა და ხუმეიდის ყველა ხომალდი ზღვის ტალღებში დაინთქა.
წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილებს დღესაც მირონი სდის. სასულიერო პირები მას საფლავიდან წელიწადში ერთხელ იღებენ – წმიდა ნაწილების ბარში (იტალია) გადმოსვენების დღესასწაულზე – 9,22 მაისს. მირონი საფლავიდან სპეციალური მოწყობილობით ამოაქვთ და ნაკურთხი წყლით აზავებენ.
ღვთის შეწევნით რამდენიმე ხნის წინ მოვილოცეთ დღევანდელი ანტალიის, მირონ-ლუკიის წმინდა სავანე. ის წმინდა ადგილი, სადაც მოღვაწეობა სიცოცხლის ბოლომდე წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი. დღემდეა შემონახული წმინდანის სარკოფაგი... მართლმადიდებლური ტაძარი თავისი უდიდესი სიწმინდეებით მუზეუმში აქვთ შემოზღუდული. აქვე გთავაზობთ ფოტო მასალას.
თეა ცაგურიშვილის ფოტოები





