ალბათ შეამჩნევდით პატარა სავანეს, სადაც შეფოთლილი ხეებია როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს ის ადგილია, სადაც წმინდა ნინო მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს ქართლის მოქცევას. სწორედ, ამ ადგილასაა სასწაულმოქმედი წყალი წმინდა ნინომ რომ აღმოაჩინა და მას "ძუძუს წყარო" ეწოდა. ამ ადგილზე იყო "აკაკის ხე", რომელიც სასწაულებს ახდენდა, კურნავდა ნებისმიერი დაავადებით მისულ სნეულებს. სწორედ ეს თვისება აქვს ამ წყალსაც. მთავარია, მიხვიდე რწმენით, უფალი კი აუცილებლად შეისმენს შენს თხოვნას. რწმენით მისული უამრავი ადამიანი დღესაც მიდის შეწევნისათვის.
"ძუძუს წყალი" თავად წმინდა ნინოს მიერაა ნაკურთხი და შიგ მისი ცრემლებია შერეული. გემოვნებით დედის რძეს წააგავს. სახელწოდებაც აქედან მოდის-"ძუძუს წყაროს", თითქოს უმი, აუდუღარი რძის გემო აქვს, ოდნავ ტკბილი და დედის რძესავით ნოყიერი და ცხიმოვანია. რაც მთავარია, უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონეა, გნსაკუთრებით ქალბატონებისათვის, დაწყებული მკერდის სიმსივნიდან და მასთან დაკავშირებული დაავადებებისთვის (მაგალითად, მეძუძური დედებისთვის რძის გაშრობა და ასე შემდეგ), წმენდს კუჭ-ნაწლავს და რაც მთავარია, უშვილოთა შემწეა.

წყალი მრავლდება შემდეგნაირად: 50 ლ. ჩვეულებრივ წყალს დაემატება მხოლოდ 10-20 გ. წყალი. იგივე თვისებებს ინარჩუნებს.