IX საუკუნის ეს ულამაზესი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, ვარძიის მახლობლად მდებარეობს. მისი ტიპიკონი ხელნაწერთა ინსტიტუტში დღესაც ინახება. ხელნაწერებიდან ირკევვა, რომ მონასტერში ცხოვრება საკმაოდ მკაცრი ყოფილა. მხოლოდ ორ დღეს შეეძლოთ ბერმონაზვნებს მზის სინათლეზე გამოსვლა, დანარჩენ ხუთ დღეს საკუთარ სენაკებში განმარტოებულნი ატარებდნენ.
საკურთხეველი კლდეშია ნაკვეთი. ქვედა სართულის ეკლესიაც ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი. მონასტრის წინამძღვარია იღუმენი მათე (ვაშაყმაძე).
იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს წირვა ჩატარდება ვანის ქვაბთა მამათა მონასტერში..დილის 9-30 ზე..შეგეწიოთ იოანე ნათლისმცემელი.










