ბერთსაყუდელის მამათა მონასტერში საუკუნეების შემდეგ ღვთისმსახურება აღდგა
04.09.2018
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, მეუფე თეოდორეს(ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით, ორი წლის წინ აღდგა ბერთსაყუდელის უძველესი, კლდეში ნაკვეთი მცირე მონასტერი,
სადაც ამჟამად მოღვაწეობს ვარძიის მამათა მონასტრის ბერდიაკონი, მამა შალვა (გოგატიშვილი). მონასტერში განახლდა მცირე ტაძარი, მოეწყო საცხოვრებელი სენაკები. რეგულარულად აღესრულება წირვა-ლოცვა. ბერთსაყუდელი ზედა ვარძიის დედათა მონასტრის მახლობლად მდებარეობს. შეგვეწიოს ამ უძველესი მონასტრის მადლი.