ღვთის ნებით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე იოსებმა ახლად აგებული ტაძარიც მთავარანგელოზთა- მიქაელისა და გაბრიელის სახელზე აკურთხა. ტაძარში დეკანოზი პავლე ქინქლაძე იმსახურებს. ვიმედოვნებთ მანამდე არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი და მთავარანფელოზთა ტაძარი დიდ გარდატეხას მოახდენს სოფლის სულიერი გაჯანსაღებისა და აღმავლობის საკითხში.

