კომპლექსი მოიცავდა ორ დარბაზულ ეკლესიას (ბაზილიკას); ხუთსართულიან ოთხკუთხა კოშკს, მარანს, რომლის კამარა ნახევარსფეროსებურია, ასევე საცხოვრებელ სათავსოებს. 2003 წელს აღდგა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და სამონასტრო ცხოვრებაც განახლდა. ამჟამად მონასტრის წინამძღვარია თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე), ხოლო კეთილმოწესეა - მამა ნეოფიტე (კვიმსაძე).
შეგვეწიოს წმინდა მეფე არჩილის მონასტრის მადლი.




