მთავარი ტაძარია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების. ეს ვიცით იქიდან, რომ მთავარი ტაძრის კანკელი სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მოხატულობის კვალი აქა-იქ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავს ქვის წმინდა ტრაპეზი, უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. პირველი მოქმედი ტაძარი იყო წმინდა შიო მღვიმელის. მამებს მიწაში ჩაფლული დახვდათ. აქვეა ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარი, წმინდა გიორგის სახელობის, მართალი ლაზარეს აღდგინების ტაძარი, მამათა საძვალე. მეუფე იობის უთქვამს, როგორც უფალმა აღადგინა ლაზარე მკვდრეთით, ისე აღდგა ეს მონასტერიო. მეშვიდეა 13 ასურელი მამის სახელობისა - იოანე ზედაზნელის და ათორმეტ მოწაფეთა სახელობისა. ღვთისმსახურება შვიდსავე ტაძარში აღესრულება. მონასტრის წინამძღვრია არქიმანდრიტი ისაიას (გოგიბერიძე). შეგვეწიოს ქოზიფას მადლიანი სავანის მადლი.
