თავიდან ხის სახლი აშენდა და ქვედა ულუმბოში აქედან დადიოდნენ მსახურებაზე, ცისკარზე, წირვაზე. 2008 წელს კი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. აქვეა მთავარანგელოზების სახელობის ახლადაგებული ტაძარი.მონასტერში ოთხი წევრი ვცხოვრობთ, მორჩილი გიორგი, რომელიც ახლა შეიმოსა და სქემიღუმენი ლუკიანე. მთავარანგელოზების ტაძარში მდებარე კანკელზე ხატები სვანურ სტილშია დაწერილი. ტაძრის ტრაპეზზე წმინდა გიორგის წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული. ქვედა სართული ადამ და ევას სახელობის უნდა იყოს.




