-მომდევნო წლებში, 2001 წელს, ჩემი თაოსნობით და მრევლის დახმარებით ტაძარი როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც აღვადგინეთ და პირვანდელი სახე მივეცით. ერთ ნავიანი ბაზილიკუტი ტიპის ტაძარია. ხატწერა გია კვიპრაძეს ეკუთვნის,-აღნიშნა საუბრისას მამა გიორი ცქიფურიშვილმა, რომელიც ხაშურის წმინდა ბარბარეს, ახალსოფლის მაცხოვრის შობის, ნარვანის ყოვალდწმინდა სამების, ლუბრუმას დედათა მონასტრის ღვთისმშობლის შობის, კლდისწყაროს წმინდა გიორგის და ნიკორთის მამათა მონასტრის ღვთისშმობლის შობის სახელობის ტაძრებს წინამძღვრობს. - ტაძარში დაბრძანებულია ლუბრუმის ღვთისმშობლის უძველესი ხატი,- განაგრძობს საუბარს მამა გიორგი. - მახსოვს ჯერ კიდევ ჩემს ახალგაზრდობაში ეს ხატი გარეთ უყურადღებოდ იყო დაბრძანებული. მოგეხსენებათ მაშინ კომუნისტური რეჟიმი იყო და ყურადღებას არავინ აქცევდა. ხატმა ყოველგვარ სიძნელეებს გაუძლო და ჩვენამდე ასეთი სახით მოაღწია. შარავანდედი დაზიანებული აქვს, ლუბრუმის ღვთისნშობლის ხატი განსაკუთრებით დაგვეხმარა მონასტრის მშენებლობაში, დავაბრძანებდით ოჯახებში და წირავდნენ გარკვეულ გასამრჯელოს. ასე მოხდა ამ ტაძრის აღდგენა და მონასტრის დაფუძნება. მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, დედა სიდონია, ახლა უკვე იღუმენია სიდონია, 2007 წელს მოვიდა ამ მონასტრეში. მას შემდეგ აქ ბრძანდებოდა სულ მარტო. მონასტრის წევრიც არ ჰყოლია. მონასტრეს ბევრი რამ შესძინა, ბევრი რამით დაამშვენა.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებთ, აქვე ახლოს ერთი გორაა და ერთ-ერთი მექანიზატორმა ასეთი ამბავი მოყვა: როცა ამ ხეობისკენ მოვდიოდი აღმართიდან დაბლა ვეშვებოდი, ამ დროს მუხრუჭი მომიწყდა, გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და დახმარება ლუბრუმის ღვთისმშობელს ვთხოვე და ასე გავაგრძელე გზა მშვიდობით. ბევრი სასწაულების მთქმელია ირგვლივ მოსახლეობა. ლუბრუმის ღვთისმშობელი ყველას ეწევა, ყველა ითხოვს მისგან შეწევნას. აქ ბევრი მოდის და ნუგეშით მიდის. შეგევწიოს ლუბრუმას ღვთისშმობლის ხატი.