შეგვეწიოს წმინდა დავით გარეჯელის მადლი!
შეგვეწიოს წმინდა დავით გარეჯელის მადლი!
წმინდა მამის, დავით გარეჯელის სამონასტრო კომპლექსს როგორც კი მიაუახლოვდები, მაშინვე იგრძნობ ჩვენი წინაპრების წმინდა ლოცვის მადლს. უდაბნოდ წოდებულ ლავრაში მრავალი საუკუნეის წინ, ვინ იცის რით და რა საშუალებით მოდიოდა ჩემი და შენი წინაპარი, რათა ამ დიდებული საუნჯის მოლოცვით მადლი და წყალობა მიეღო. შორიშორს მდებარე გამოქვაბულ- მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები წარსულს გვახსენებს. აქაურობას კიდევ უფრო მეტ მადლს ჰფენს სამონასტრო ცხოვრების გაგრძელება. ბერმონაზვნების მიერ აღვლენილი ღვთისმსახურება წმინდა მამების კვალს აცოცხლებს. ამბობენ, დავითგარეჯის სამჯერ მოლოცვა, იერუსალიმის წმინდა მიწის ერთხელ მოლოცვას უდრისო..
შეგვეწიოს წმინდა დავით გარეჯელის მადლი!

ავტორის ფოტოები

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1