

სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქალაქ თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე. იგი თავდაპირველად დააარსა 1071 წელს, ტაშირ-ძორაგეტის მეფის, კვირიკე II-ს (1048 – 1089 წლები) ასულმა, მარიამმა, როგორც სომხურ-მონიფიზიტური მცირე ეკლესია. ორი საუკუნის შემდეგ, ძლიერი მიწისძვრის შედეგად იგი განადგურდა, მის ადგილზე საქართველოს ამირსაპასალარ შანშე ზაქარიას ძე მხარგრძელის (გ. 1261 წ.) მიერ აიგო დიდი ქართული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია.

ქობაირის მთავრი ტაძარი ცნობილია თავისი უნიკალური ქართული ფრესკებით. კომპლექსში შემორჩენილია XIII საუკუნის მრავალი ქართული ასომთავრული წარწერა და შანშე მხარგრძელის შთამომავალთა საფლავები ქართული წარწერებითვე. ამ ბოლო წლებში სომხური მხარის მიერ მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.


ავტორის ფოტოები