

ღვთის მადლით და მრავალი ადამიანების დიდი მონდომებით, ასევე ნუნისის მამათა მონასტრის წინამძღვრის, მამა პავლეს, საგურამოს მონასტრის მღვდელ -მონაზონის ბასილის და სამების მონასტრის ბერის გრიგოლის დიდი სიყვარულით და შრომით დაიწყო ტაძრის მშენებლობა.უდაბნოს ასაღორძინებლად საკუთარი ზურგით ზიდავდნენ საამშენებლო მასალას. ღმერთმა ისმინა იქაური ბერების ლოცვა და გამოჩნდნენ ქველმოქედი ადამიანები- თემურ გიგაშვილი და ჩიტო ქაცარიძე, რომლის დაფინანსებით დაიწყეს მონასტრის უდაბნოს აღორძინება. ქველმოქმედის ვალერი ნიკაჭაძის დახმარებით გაიყვანეს მონასტრამდე მისასვლელი გზა. გზის გაყვანის ბოლომდე დასრულება ითავა ილარიონ ყანჩაველის სოფლის მკვიდრმა, ბადრი ნაკაშიძემ და მისმა მეგობრებმა.
VII-VIII საუკუნით თარიღდება ტაძრის მშენებლობა და მას შემდეგ არის დაფიქსირებული ბერების ცხოვრება. დაახლოებით, XVII-XVIII საუკუნეში აქ ბევრი ბერი ცხოვრობდა. XIX საუკუნის ბოლოს გაუქმდა აქ სამონასტრო ცხოვრება და ბერები გარეჯის მონასტერში გადავიდნენ.


ბერი ილარიონი (კიკნაველიძე):
წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის ტაძარი 2016 წლის 28 თებერვალს, ამავე წმინდანის ხსენების დღეს იკურთხა. ეს არის ტაბაკინის მონასტრის უდაბნოდ წოდებული ადგილი, სადაც იყო ტაძრის ძველი ფრაგმენტი შემორჩენილი, სადაც სავარაუდოდ მოღვაწეობდა წმინდა ილარიონ ქართველი თავის ბიძასთან ერთად. ამ პატარა ტაძარში მოდიოდნენ და ლოცულობდნენ ხოლმე. ამის შესახებ ცნობებს წმინდა ილარიონ ქართველის ცხოვრებაშიც ვკითხულობთ. ეს ტაძარი ავაშენეთ ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მეუფე დიმიტრი (კაპანაძე)ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი ბრძანდებოდა. მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ამ ტაძრის აშენება. მშენებლობა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. მასალის მოტანა უფრო დიდხანს დაგვჭრდა, ვიდრე ტაძრის აგება. ტაძრის აშენებადეც იშვიათად მოდიოდნენ მომლოცველები. როცა ავაშენეთ, უფრო მეტად დაიწყო ხალხმა მოსვლა. ეს ტაძარი ტაბაკინის მამათა მოანსტრის შემადგენლობაშია და ამასაც მონასტრის იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე) წინამძღვრობს. ტაძარი მოხატა ხატმწერმა შაქრო ტყემალაძემ. კომპოზიციები ამ ფრესკებზე ემზარ გოგოლაძემ გაანაწილა. ტაძარში კედელთან მიდგმული მცირე ტრაპეზია მოწყობილი. ვიდრე ტაძარს ვაკურთებდით მანამდეც გვქონდა ლოცვა-კურთხევა წირვის ჩატარების. კურთხევის შემდეგ, ალბათ კვირაში ერთხელ ჩავატარებთ წირვას. ტაძრის გვერდით ავაშენეთ სატრაპეზო, უფლის შეწევნით სენაკების აშენებასაც ვფიქრობთ. უფალი შეგვეწიოთ, თქვენ და სრულიად საქართველოს.

ტაბაკინის მონასტრის უდაბნოს ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც წმინდა ილარიონ ქართველმა ბავშვობის წლები გაატარა და ათონზე წასვლამდე ცხოვრობდა, აშენდა წმინდა ილარიონ ქართველის (ყანჩაველის) სახელობის ტაძარი. აქ უნდა დაარსდეს მონასტერი, რისთვისაც საჭიროა კელიების აშენებაც. ტაბაკინის მონასტერს ამის შესაძლებლობა არ აქვს. მამებს გვერდში დგომა სჭირდებათ. მოდით, მეგობრებო, შევეწიოთ ამ მადლიან საქმეს და ერთად ავაშენოთ მონასტერი! დარეკეთ 0901 500 501 (ნებისმიერი ქსელიდან)
მიღების ბანკი: "საქართველოს ბანკი". ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000781155800
ტელ: 599504861 მამა იაკობი