ერედვის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - X ს.-ის ბაზილიკა - პირველი თარიღიანი ძეგლია, რომლის ხუროთმოძღვარიც იყო თეოდორე თაფლაისძე.
ერედვის სამნავიანი ბაზილიკა მიეკუთვნება ნაგებობათა იმ ტიპს, რომელიც შეიქმნა ადრეფეოდალურ ხანაში და დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ამ ტიპის ბაზილიკები ჩვენი ქვეყნის გარეთ არ გვხვდება. ტაძარმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია. მართალია, ტაძარს ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი, მაგრამ ამას ეკლესიისათვის გარეგნული იერსახე არ შეუცვლია .

ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის მთავარი ნაწილი უგუმბათო ნავია, რომელსაც შესასვლელი კარები სამხრეთიდან აქვს. ჩუქურთმები კი თავმოყრილია ტაძრის კართან და სარკმლებთან. სამკაულებიც ეკლესიას ბევრი არა აქვს. ჩუქურთმების სახეებიც მარტივია.
2008 წლის ომის დროს ერედვის წმინდა გიორგის ტაძრის გალავანი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ერედვის წმინდა გიორგის სალოცავის მადლმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა!
