აუცილებელია მორჩილება ეკლესიისა და სწორი სარწმუნოება
აუცილებელია მორჩილება ეკლესიისა და სწორი სარწმუნოება
ძამის ხეობა - ორხევის მამათა მონასტერი
რამდენიმე თვის წინ "კარიბჭემ" ძამის ხეობის მადლიანი მხარე და იქ დაფუძნებული ეკლესია-მონასტრები მოილოცა. ხეობაში უამრავი მონასტერია და ცხადია, ერთბაშად ყველას მოლოცვას ვერ შევძლებდით. 

ორხევის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერში წინამძღვარს, არქიმანდრიტ გერასიმეს (გრიგალაშვილს) შევხვდით და გავესაუბრეთ კიდეც:

-მამა გერასიმე, რატომ დაერქვა  მონასტერს ორხევი?
-რადგან მონასტერი ორ ხევს შუაა მოქცეული სახელწოდებაც აქედან მიიღო. თავიდან ეს ადგილი მეუფე იობმა  ნახა.  22 მარტი ორმოცი სებასტიელი მოწამის ხსენების დღე იყო.  მეუფეს მოწონებია ეს ადგილი და მონასტრის დაფუძნებაც გადაწყდა. ვერც კი წარმოიდგენდა ვინმე, ამ გატყიურებულ ადგილას  რამის გაკეთება თუ შეიძლებოდა. მეუფესთვის ნათქვამი მქონდა, ძამის ხეობაში რომ მინდოდა გადმოსვლა. მაშინ ქარელის რაიონში ვმსახურობდი. მეუფემ  ხეობაში ჩამომიყვანა და მაჩვენა ეს ადგილი, -  მონასტერი გვინდა დავაფუძნოთ და თუ მოგწონსო, - მითხრა. ასე დავიწყეთ აქ მსახურება. ერთი თვის განმავლობაში ტერიტორიას ვასუფთავებდით. 2006 წელს დავიწყეთ მონასტრის მშენებლობა და ერთ წელში დავასრულეთ კიდეც.  2007 წელს,  ორხევში გადმოვედი. ტაძრის მშენებლობაც ამ დროს დასრულდა და იკურთხა კიდეც.

KARIBCHE

ორმოცი სებასტიელი მოწამის ტაძარი

მეუფის ლოცვა-კურთხევით მონასტერი 2006 წელს იკურთხა. მონასტრის წევრების არსებობისთვის ინფრასტრუქტურაც მოეწყო - სატრააპეზო თავისი სენაკებით. შემდეგ გაჩნდა იდეა, აგვეშენებინა  მცირე ზომის ტაძარი.  ორმეოც სებასტიელის სახელობის ტაძარი დიდია მოცულობით.  ზამთარში, ფაქტობრივად, გაუსაძლისია იქ მსახურება. უძლებს ერთი, ვერ უძლებს ათი. ამიტომ გაჩნდა იდეა,  პატარა ტაძარიც აშენებულიყო. მადლობა ღმერთს, რომ  წმინდა გერასიმე იორდანიელის სახელობის ტაძარიც შეგვემატა.

KARIBCHE

წმინდა გერასიმე იორდანიელის სახელობის ტაძარი

2012 წელს დავიწყეთ ტაძრის მშენებლობა და იმავე წელს დავასრულეთ. გასულ წელს, აშენდა  ახალი კელიები. ადრე  ცალ-ცალკე გვქონდა კელიები. დავანგრიეთ და ახალი ავაშენეთ. უფრო პრაქტიკულია, ერთად იყოს სენაკები. ჩემი გამოცდილებით ასეა და გადავწყვიტე ერთად აგვეშენებინა. სატრაპეზოც აქეთ გადმოვიტანეთ.  გალავნის მშენებლობაც  სამი წელია დავიწყეთ. სულიერი სიმშვიდე და სიმყურდროვეა როცა მონასტერს გალავანი აქვს. თუკი არის შესაძლებლობა, ყველა მონასტერს უნდა ჰქონდეს გალავანი. ალბათ ორ წელიწადში ბოლომდე დავასრულებთ გალავნის მშენებლობას.

KARIBCHE

მონასტერში დენი არ გვაქვს, მზის განათებით ვსარგებლობთ. შარშან შემოდგომაზე გავაკეთეთ. ამ ხნის განმავლობაში განათების გარეშე ვიყავით.

-მონასტერში რამდენი წევრი ხართ და როგორია თქვენი ტიპიკონი?
-ჩემს გარდა ახლა არის ორი ბერი, ორი მორჩილი და ერთი სამორჩილე. ჩვენს ხეობაში ძირითადად ერთი ტიპიკონი გვაქვს, საღამოს სამ საათზე შუაღამიანი - ცისკარია, თუ არის შესაძლებლობა წირვას ვატარებთ. მერე ტრაპეზი, მორჩილებები მოდის. საღამოს ისევ ლოცვებია, მეცხრე ჟამნი და მწუხრი. მერე ტრაპეზია, შემდეგ  მოდის სერობა. ამის შემდეგ შეგიძლია რაღაც გააკეთო, ლოცვები წაიკითხო.

-მამაო, ყველაზე მეტად რა პრობლემას ხედავთ საერო ცხოვრებაში?
-პირველ რიგში  აუცილებელია გვქონდეს სწორი სარწმუნოება. მართლმადიდებლები იმიტომ ვართ, რომ სწორი სარწმუნოება უნდა გვქონდეს და ჭეშმარიტ ღმერთს  ვადიდებდეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი სექტა გამოჩნდა, ძალიან ბევრი მიმდევარი, სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები. ეს ჩვენი, პატარა ერისათვის ძალიან ბევრს ნიშნავს. როცა ადამიანი რწმენაში არ არის ძლიერად,  მალე ხდება მისი ცდუნება ფულით იქნება თუ საუბრით ან კიდევ სხვა  საშუალებით. ძირითადად  გაჭირვებულ ადამიანებთან მიდიან, რომელთაც მატერიალური პრობლემები აქვთ. სთავაზობენ სხვადასხვა დახმარებებს.  ზოგიერთს ეუბნებიან, თუ ჩვენთან იქნები შენი გარდაცვლილი შვილი გაცოცხლდება, სხვები ვერ გაცოცხლდებიანო და ასე შემდეგ. ამის გაგონებაზე გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, ოღონდ ჩემი შვილი გაცოცხლდესო და, სხვა სარწმუნოებაში გადადის. სწორი სარწმუნოება და მორჩილება უნდა გვქონდეს. მორჩილება ეკლესიისა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვის გვერდით ხარ.

KARIBCHE


ადამიანზე ხომ  კარგიც და ცუდიც ახდენს ზემოქმედებას.. ამიტომ უნდა გვქონდეს მორჩილება პატრიარქისა, ეკლესიისა. გავიგონებთ რაღაცას უცხოეთიდან, შემოვა  ინფორმაცია, რაღაც საკითხი, რაღაც თემა, უცბად აგორდება და მაშინვე მივიღებთ.  იმას არ ვფიქრობთ, რამდენად სასარგებლო იქნება ყოველივე ეს სულისთვის. თუ ქართველმა ადამიანმა დაკარგა ეროვნული ტრადიციები, ღირებულებები, როგორ იქნები კარგი მართლმადიდებელი, კარგი ქრისტიანი? გადავხედოთ რა ღირებულებებია ახლა ჩვენში, რა შემოვიდა უცხოეთიდან რომელიც უცბათ აიტაცა ჩვენმა ხალხმა. 

წინანდელ დროს თუ გადავხედავ, იშვიათად გავიხსენებ ისეთ ოჯახს, ცოლ-ქმარი ერთმანეთს რომ დაცილებულიყვნენ.  ოჯახის დანგრევა წარმოუდგენელი და სირცხვილი იყო. ცოლ-ქმარს შორის შეცდომები ყოველთვის იყო, მაგრამ რაღაცნაირად გადადებდნენ   პრობლემას, თავს დაიმდაბლებდნენ ოჯახის  სიწმინდის შესანარჩუნებლად. დღეს ეს არაფრად მიაჩნიათ.  დღეს  ლამის ყოველი მესამე, მეორე ოჯახი ინგრევა.  თუ სამსახური არ აქვს ქმარს, ცოლი შორდება და ოჯახს ანგრევს. ეს ხომ მოქმედებს ჩვენს მომავალ თაობაზე. ბავშვი როგორი გაიზრდება დედის, მამის გარეშე? საბოლოოდ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება მომავალ თაობაზე. ამიტომ კარგი იქნება ეკლესიის წიაღში იყვნენ ადამიანები, ისმენდნენ უწმინდესის სიტყვას,  მაძღვართა ქადაგებებს.

ჩვენი ეროვნული, ქართული ღირებულებები დღეს გადაფასების პირასაა. ჩვენს დროს რაც იყო მიუღებელი, დღეს მისაღები გახდა. რაც მისაღები იყო, დღეს მიუღებელია. ცნობიერება უეცრად შეიცვალა. ეროვნული ცნობიერება ეკლესიაში ისწავლება და იქადაგება. ეკლესია გვასწავლის მეგობრისთვის თავგანწირვას, სიყვარულს,  ცუდი რომ არ უნდა გაუკეთო ადამიანს. თუ მშიშარა და ლაჩარი იქნები, თავს ვერ გაწირავ ვერც სარწმუნოებისთვის, ვერც სამშობლოსთვის, ვერც მეგობრისთვის. ამიტომ აუცილებელია მორჩილება ეკლესიისა და სწორი სარწმუნოება. აქედან გამომდინარე კი - ცხოვრება ქრისტესმიერი მცნებების დაცვით.

ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა გაგახაროთ. თქვენი ჟურნალი ბევრს აკეთებს ხალხის სულიერი გაზრდისათვის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს. ღმერთმა კიდევ მეტი შეგაძლებინოთ. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და სულიერად განმტკიცდეს.


ბეჭდვაელფოსტა
10.12. 2015
მამა გერასიმე უფალმა გაგაძლიეროთ
და დაგლოცოთ.მადლობა უფალს რომ გიცნობთ,თქვენთან საუბრისას სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ
18.05. 2015
Dideba upals!
Mamao gerasime upalma gagadzlierot da daglocot.
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat