ჩვენი სასოება და დიდება ქრისტეა
ჩვენი სასოება და დიდება ქრისტეა
ხან ტანჯვით და ხან მოფერებით სცადა მურვან ყრუმ დატყვევებული არგვეთის მთავრების - დავითისა და კონსტანტინეს გამაჰმადიანება. წმინდა მოწამენი ამბობდნენ: - ჩვენი სარწმუნოება ჭეშმარიტია, ვწამებთ ამას მტკიცედ და უეჭველად. ვერც დიდებამ ამ საწუთროსამ და ვერცა ჭირმა განგვაშორის ქრისტე იესოს სარწმუნოებასა და სიყვარულს. მზად ვართ, ამისთვის ყველაფერი დავითმინოთ, რადგან თქვენეული წყალობა და დიდება საძაგელია ღვთის წინაშე. ჩვენი სასოება და დიდება ქრისტეა და სასურველია მისი სახელისთვის სიკვდილი. ბოლოს უფალს შესთხოვეს, მათი სხეულები უხრწნელად დარჩენილიყო და მკურნალი ყოფილიყო კაცთა სენთა და უძლურებათა. ყველას გასაგონად მოისმა ხმა ზეციდან, რომელიც წმინდა მოწამეებს თხოვნის აღსრულებას დაჰპირდა.

ბეჭდვა
1კ1