ღმერთო ჩემო, მომეცი ძალა
ღმერთო ჩემო, მომეცი ძალა
მამა პაისი ათონელის მოძღვარს მამა ტიხონს მოუკლებელი ლოცვის ნიჭიც ჰქონდა, და მაშინაც კი ლოცულოდა, როცა ეძინა.

- როცა ლოცულობ, - ამბობდა იგი, - ლოცვა გულს ისე უნდა შეუერთდეს, როგორც ერთ საგანს მეორეს მიაწებებ ხოლმე.

ის ასევე ამბობდა: - ვიდრე რაიმე საქმის გაკეთებას დაიწყებ, ღმერთს შეევედრე: "ღმერთო ჩემო, მომეცი ძალა და გულისხმამყავ", ბოლოს კი თქვი: "დიდება შენდა, ღმერთო".

* მამა დანიელ ახალსკიტელმა 115 წელი იცხოვრა. როცა სკვნილზე ლოცულობდა, ეშმაკი ტურის სახით მოდიოდა მასთან, სკვნილზე ექაჩებოდა, მაგრამ ის თავის ღვაწლს აგრძელებდა.
ბეჭდვა
1კ1