კარგია სრულყოფილი მყუდროება, მაგრამ ძმებთან ურთიერთობა ზოგჯერ აუცილებელია
კარგია სრულყოფილი მყუდროება, მაგრამ ძმებთან ურთიერთობა ზოგჯერ აუცილებელია
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადო ღვთისმსახურებას ვესწრებოდეთ ხოლმე. ერთხელ ანტონი დიდის ხსენების დღეს წმინდა გრიგოლ პალამას მოწაფეები საკვირველ ისიდორე განდეგილთან იყვნენ შეკრებილნი და ღამისთევის ლოცვას ატარებდნენ. ამ დროს წმინდა გრიგოლი თავის კელიაში იყო დაყუდებული. უეცრად მამა ანტონი დიდი გამოეცხადა და უთხრა: "კარგია სრულყოფილი მყუდროება, მაგრამ ძმებთან ურთიერთობა ზოგჯერ აუცილებელია, განსაკუთრებით საერთო ლოცვისა და ფსალმუნთა გალობისას. ამიტომაც ახლა შენ ძმებთან ღამისთევის ლოცვაზე უნდა იყო". ამგვარი ხილვით დარწმუნებული წმინდა გრიგოლი ძმებთან მივიდა და მათაც ღამისთევის ლოცვა განსაკუთრებული ზეიმით ჩაატარეს.

ბეჭდვა
1კ1