უდიდესი ასკეტის, ჰაჯი-გიორგის მიმდევარი იყო მოძღვარი მამა სიმეონ სპარტელი. ჰაჯი-გიორგის ძმობის დაშლის მერე ივერონის კუთვნილ წმინდა სამების კელიაში ცხოვრობდა.
მერე მამა სიმეონი სამშობლოში დაბრუნდა, სოფლის მოძღვარი გახდა. მაგრამ მყუდროების სურვილმა მოსვენება არ მისცა და სალოსობის ღვაწლი იტვირთა. სოფლის განაპირას ერთ-ერთ მღვიმეში განმარტოვდა და მთელი ზამთარი თივით იკვებებოდა, პურს საერთოდ არ ჭამდა. ნეტარი თავს მუნჯად აჩვენებდა. ზოგმა იცოდა, რომ იგი მოღვაწე გახლდათ, სხვები კი გიჟად თვლიდნენ. თუმცა მან იცოდა, რასაც აკეთებდა.
მოკვდა მამა სიმეონი მარტოობაში და უსახელოდ. მის შესახებ სრულად მხოლოდ ზეციურმა მამა იცოდა, რომელიც ხედავს დაფარულს და ცხადად მიაგო დიდების გვირგვინი ამ სათნო მოღვაწეს - მდუმარებასა და სალოსობაში.