ღირსი მამის იოსებ ისიქასტის დედა მარიამი იგონებდა ასეთ ამბავს: "როცა მე ჩემი ფრანცისკი (ამგვარი გახლდათ მამა იოსების ერისკაცული სახელი) გავაჩინე, საწოლში ვიწექი და გვერდით შეხვეული ჩვილი მეწვა.
უეცრად დავინახე, რომ სახლის სახურავი გაიხსნა და ვინმე ფრთოსანი ახალგაზრდა ჩამოეშვა, იმდენად ბრწყინვალე, რომ ძლივსღა ვუცქერდი მის სახეს. ის დადგა ბავშვის გვერდით და მისი არტახების გახსნა დაიწყო, იმ განზრახვით, რომ თან წაეყვანა. მე შევეწინააღმდეგე: "რას აკეთებ, საყვარელო? შენ გინდა ჩემი შვილი წაიყვანო?" ის კი ძალას მატანდა და მეუბნებოდა, რომ სწორედ მის წასაყვანად იყო მოსული: "ასეთია განაჩენიო". რომ დავერწმუნებინე, მან მიჩვენა წიგნში ჩაწერილი სახელი. ჩემი უარის მიუხედავად, მან ჯვრის სახის ძვირფასი სამკაული მომცა და ჩემი ბავშვი წაიყვანა". მას შემდეგ ქალს სწამდა, რომ მისი შვილი ერთხელაც ქრისტეს გაჰყვებოდა.