სულ სხვაა, როდესაც უფლის განგებულებით მხეცი ისეთივე თვინიერი ხდება, როგორც შინაური ცხოველი.
ღირსი მამა გერასიმე მოღვაწეობდა V საუკუნეში მდინარე იორდანეს მახლობლად თავისსავე დაარსებულ მონასტერში.
ერთხელ მან ნახა ლომი, რომელსაც თათში ეკლები ჰქონდა შესობილი. წმიდა მამამ ცხოველს ეკლები გამოუღო და ნაიარევი მოურჩინა. ადამიანს და ცხოველს ერთმანეთის არ შეშინებიათ,
ლომი ხუთი წელი ემსახურებოდა წმინდანს-ასრულებდა მის ყოველ დავალებას. როდესაც წმიდა გერასიმე გარდაიცვალა, ნადირმა ძლიერ იდარდა. აღარ ჭამდა და სვამდა, ტიროდა და დარბოდა. ღონემიხდილი ლომი წმინდანის საფლავზე გარდაიცვალა.
