ღვთისმოყვარეთა ამბები
ღვთისმოყვარეთა ამბები
ისინი შეიცნობდნენ ღვთის ძალას და ისწავლიდნენ ღვთისმოშიშებას
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
I. იაკობ ნიზიბიელი
10. ამ დიდ კრებაზე (ეკლესიის პირველი მსოფლიო კრება) ბევრი საღად და კარგად მსჯელობდა (მცირედნი მართალი დოგმატების საწინააღმდეგოდ აზროვნებდნენ, თუმცა თავიანთი უწმინდურების გამჟღავნებას ვერ ბედავდნენ და მას ერთგვარი ეშმაკობით ფარავდნენ), წაკითხულ იქნა აღსარება რწმენისა (მრწამსი), რომელიც აღიარებული იყო იმ დროს მთელ მსოფლიოში როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით. ბევრი ამას სრული ხალისით აკეთებდა. ღვთისმგმობი არიოზის შვიდი მომხრე, თუმცა ენით და კალმით ასევე დაამოწმა რწმენის სიმბოლო, მაგრამ სულში საწინააღმდეგოს ფიქრობდა. იერემიასთან წერია: "მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა". ასევე დავითი ბრძანებს: "პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა წყევდეს" (ფს. 61,5); "ლბილ იყვნეს სიტყვანი მათნი უფროს ზეთისა და იგინი იყუნეს, ვითარცა ისრის პირნი" (ფს. 54,22). და აი, ამ შვიდმა კაცმა სთხოვა ალექსანდრეს, ალექსანდრიის ეპისკოპოსს, შეეწყალებინა მთელი კრებისაგან შეჩვენებული არიოზი. მაგრამ მან იცოდა მათი ფარისევლობა, ეჭვი ჰქონდა არიოზის მზაკვრობისა და ყური არ უგდო მათ თხოვნას. ზოგიერთმა არიოზისგან მოტყუებულმა გულუბრყვილომ ქება დაუწყო კაცთმოყვარეობის სათნოებას, ამტკიცებდა, - იგი სათნოა ყოველთა მეუფისათვისო. მაშინ დიდმა ალექსანდრემ უსამართლო კაცთმოყვარეობა გაუთანაბრა არაადამიანობას, რომელიც საზიანოა მრავალთათვის, მიუთითებდა, რომ იგი შეიძლება გამხდარიყო მთელი ქრისტეს სამწყსოს დაღუპვის მიზეზი, ხოლო იაკობმა ყველას ურჩია, მკაცრი მარხვა შეენახათ და ამ მშვიდობიანი მარხვის განმავლობაში შევედრებოდნენ უფალს, მშვიდობა ებოძებინა ეკლესიისთვის. ყველამ მიიღო ამ ღვთაებრივი კაცის რჩევა. იცოდნენ, რომ იგი მოციქულებრივი მადლით ბრწყინავდა. მარხვას ლოცვა შეუერთდა.

დადგა კვირა დღე. ბევრი იმედოვნებდა, რომ იხილავდა შეწყალებულ არიოზს. აღსრულდა ღვთაებრივი და მართლაც საკვირველი სასწაული. უწმინდურობის ადგილას (ტუალეტში) ამ უწმინდურს ნაჭამთან ერთად გადმოუვარდა შინაგანი მისი (ნაწლავნი) და არაწმინდებას შეერია. თავად მკვდარი დაეცა მიწაზე. მან დიდი იაკობის ლოცვით დამსახურებული საზღაური მიიღო ამ მყრალ ადგილას თავისი ამაზრზენი ღვთისგმობისთვის. წმინდა წერილი სამართლიანად აქებს მღვდელ ფინეზს, რადგან მან განგმირა ბელბეგორი, მიზეზი ისრაელის ერის უბედურებისა. ამიტომაც მეფსალმუნე დავითი შეაქებს მას და ამბობს: "და დასდგა ფინეზ, ლხინობა ჰყო და დაეყენა სხვაი და შეერაცხა მას სიმართლედ თესლითი თესლამდე მიუკუნისამდე" (ფს. 105,30-31). ფინეზმა იარაღით განგმირა მტერი, ხოლო იაკობისთვის, ფარისა და მახვილის ნაცვლად, საკმარისი იყო სიტყვა, რომლითაც განგმირა უწმინდური, რათა მას არ ენახა დიდება ღვთისა. ეს ერთიც საკმარისი იყო უწმინდური არიოზის თანამოაზრეთა სამხილებლად, რამეთუ იაკობმა, ვითარცა მქადაგებელმა და დამცველმა ჩვენ მიერ პატივმიგებული დოგმატებისა, სიტყვის იარაღით განგმირა მამა უწმინდურებისა და სხვებიც აიძულა, ებრუნებინათ პირი ამ უგუნური უწმინდურებისგან.

წმინდა კრების მერე თითოეული წარმომადგენელი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. დაბრუნდა იაკობიც, ვითარცა ბელადი და მძლეველი, ღვთისმოსაობის გამარჯვებით ნუგეშინისცემული.

11. ცოტა ხნის მერე გარდაიცვალა დიდებული და ღირსი საკვირველებისა, ღვთისმოსაობის გვირგვინით გამშვენებული მეფე კონსტანტინე; სახელმწიფოს მეთაურობა მემკვიდრეობით მის ვაჟებს გადაეცათ. მაშინ სპარსეთის მეფემ, საფორმა, კონსტანტინეს ვაჟები მამის თანასწორად არ მიიჩნია და უთვალავი ქვეითი და ცხენოსანი ჯარით ნიზიბიის წინააღმდეგ გაილაშქრა, თან სპილოებიც მოიყვანა. ჯარი ქალაქის საიერიშოდ განამზადა, მან ააგო საალყო მანქანები, სიმაგრეები, გაამაგრა ხიმინჯები, მათ შორის ხარვეზი ტოტებით გადაღობა, ჯარს მიწაყრილები გააკეთებინა, საალყო კოშკები ციხესიმაგრის წინ დააყენა და მასზე მეისრეები განალაგა. მათ უბრძანა გალავანზე მდგარი მცველებისთვის ისრის სროლა, დანარჩენ ჯარს კი გალავნის განგრევა. ღვთისმოსავი კაცის ლოცვამ შედეგი არ გამოიღო. საფორმა თავის ხალხს მეზობელი მდინარე კაშხლით გადააღობინა. ზღვადდამდგარი წყალი გალავანზე მიუშვა. კედელმა ვერ გაუძლო წყლის ნაკადს და ერთი მხარე სრულიად დაინგრა. სპარსეთის ჯარმა გამარჯვების ყიჟინა დასცა. მათ არა იცოდნენ რა უდიდესი მეოხის შესახებ, რომელიც ქალაქის მკვიდრთ იცავდა. სპარსელებმა ქალაქის აღება გადადეს, რადგან ხედავდნენ, რომ წყლის სიუხვის გამო გალავანთან მიახლოება შეუძლებელი იყო. ცოტათი მოშორდნენ იქაურობას, შრომით დაღლილებმა თავს დასვენების უფლება მისცეს და თანაც ცხენებზეც იზრუნეს.

ქალაქის მკვიდრთ მხურვალე ლოცვებით ღმერთს მიმართეს, შუამდგომელი ჰყავდათ, დიდი იაკობი. ყველა, ვისაც შეეძლო, გულმოდგინედ შეუდგა დანგრეული კედლის აშენებას, მის მშვენიერებასა და სიკოხტავეზე არ უფიქრიათ, ამ ქაოსში ვისაც რით შეეძლო, იმით აშენებდა: ქვით, აგურით... სამუშაო წარმატებით წარიმართა, ერთ ღამეში კედელმა ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ ცხენოსანთა შეჩერებას შეძლებდა და ქვეითები უკიბოდ ვერ ავიდოდნენ გალავანზე. მერე კი ქალაქელებმა ღვთის კაცს გალავანზე ასვლა და მტრისთვის ლოცვის ისრების დაშენა შესთხოვეს. მან შეისმინა მათი ვედრება, ავიდა ერთ-ერთ კოშკზე, დაინახა უამრავი მტრის ჯარი, უფალს შესთხოვა, მათზე მოსკიტებისა და კოღოების ღრუბელი მიეშვა. უფალმა შეისმინა მისი ლოცვა, ვითარცა ადრე შეისმინა ლოცვა მოსესი და სპარსეთის ჯარი ღვთისგან გამოგზავნილი ისრებით მოიწყლა. ცხენებმა და სპილოებმა აღვირი გაწყვიტეს და გაიფანტნენ - ვეღარ გაუძლეს მწერების შემოტევას.

12. უწმინდურმა მეფემ დაინახა, რომ წყლის მიშვებაც უსარგებლო გამოდგა, რადგან დანგრეული კედელი მალე აღდგა, იხილა, რომ მთელი მისი ჯარი იტანჯებოდა განღებული ცითა და ზეცითგან გამოგზავნილი სასჯელით, ასევე დაინახა ქალაქის გალავანზე მოსიარულე ღვთის კაცი და ჩათვალა, რომ ის თვითონ რომის იმპერატორი იყო (მან გალავანზე მოსიარულე კაცი პორფიროსანი და დიადემით განმშვენებული იხილა), - გაბრაზდა მათზე, რომელთაც დაარწმუნეს, ნიზიბიაში იმპერატორი არ არისო. მრჩევლებს სიკვდილი მიუსაჯა, ჯარი უკან გაგზავნა და თვითონაც სწრაფად გაბრუნდა.

13. ასეთი სასწაულები აღასრულა ღმერთმა ამ (ახალი) ეზეკიასგან - ნაკლები კი არა, არამედ მეტი, ვიდრე ძველი ეზეკიასგან (4 მეფეთა, 19,14-19)! რამეთუ, რომელი სასწაული შეიძლება აღემატოს იაკობის აღსრულებულ სასწაულს - გალავანმორღვეული ქალაქი მტერმა ვერ აიღო! მე კი ამის გარდა ის მაოცებს, რომ იაკობმა თავის ლოცვაში ზეციდან მეხთატეხა არ ითხოვა, ისე როგორც მოიქცა დიდი ილია, როცა მასთან მივიდა ორი მხედართმთავარი, თითოეული ორმოცდაათი მეომრით (4 მეფეთა 1,9-12). იაკობმა იცოდა, თუ რა უთხრა უფალმა მოციქულ იობსა და იოანეს, როცა მათ იგივე მოისურვეს, რაც ილიამ გააკეთა: "არ იცით, ვისი სულისა ხართ" (ლუკა 9,55). ამიტომაც არ ითხოვა, ფეხქვეშ მიწა გასკდომოდათ სპარსელ მეომრებს, მტრის არმია ცეცხლს მისცემოდა, არამედ ღმერთს ლოცვით მხოლოდ იმაზე მიმართა, რომ მტერი მწერებით მოწყლულიყო. ისინი შეიცნობდნენ ღვთის ძალას და ისწავლიდნენ ღვთისმოშიშებას.

14. ასეთი კადნიერება ჰქონდა ღვთის წინაშე ამ ღვთის კაცს! ზეცითგან ასეთი მადლის მიღების ღირსი შეიქმნა იგი! ცხოვრობდა ამგვარად, დღითიდღე წარემატებოდა ღვთაებრივში. მან უდიდესი სახელით დატოვა ეს ცხოვრება და გადასახლდა ამ ქვეყნიდან. მერე, როცა ეს ქალაქი რომის მაშინდელმა მეფემ სპარსელებს დაუთმო, ადრინდელი მცხოვრებნი გამოვიდნენ ქალაქიდან, წამოასვენეს თავიანთი მფარველისა და მეთაურის სხეული, დამწუხრებული და გულმტკივანნი თავიანთი გადასახლებით, უგალობდნენ და ადიდებდნენ ძლევამოსილი იაკობის ქველობას. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ისინი ბარბაროსთა ხელში არ ჩაცვივდებოდნენ.

მოგითხრეთ ამ წმინდა კაცზე, გამოვითხოვ მისგანვე კურთხევას და შევუდგები სხვაზე საუბარს.

II. იულიანე
1. იულიანემ, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი პატივისცემით "საბას" ეძახდნენ, რაც ბერძნული სიტყვაა და მოძღვარს (მამას) ნიშნავს, თავისი სამოსაგრეო კელია ააშენა პართიაში. ეს ქვეყანა დასავლეთით მდინარე ევფრატზე იშლება, აღმოსავლეთით კი რომის სამფლობელოს ესაზღვრება და ასურეთში გადადის, სპარსეთის სამეფოს დასავლეთ ნაწილში, რომელსაც მოგვიანებით ადიაბენი უწოდეს. ამ ქვეყანაში ბევრი დიდი და ხალხმრავალი ქალაქი იყო, ბევრი იყო მასში მიწა, როგორც დასახლებული, ისე დაუსახლებელი, და უდაბნო ადგილები.

2. უდაბნოში განმარტოებულმა აქ ბუნებრივი მღვიმე იპოვა, თუმცა ლამაზად და კარგად არ გამოიყურებოდა, მაგრამ მყუდრო თავშესაფარი შეეძლო მიეცა განმარტოების მოსურნეთათვის. ეს ღვთაებრივი კაცი სიხარულით დასახლდა ამ ადგილას და ერჩივნა იგი ოქრო-ვერცხლით გაბრწყინვებულ დიდებულ პალატებს. აქ გაატარა თავისი ცხოვრება, კვირაში ერთხელ იღებდა საჭმელს. სამაგიეროდ კი ჰქონდა ქერის პური (ისიც ქატოსი), საკაზმად მარილი, ყველაზე სასიამოვნო სასმელად - წყაროს წყალი. ყველაფერ ამას იღებდა არა ნაყროვანებით, არამედ მუდამ ერთხელ მიღებული საზომით. ნამდვილ საკვებად, ძვირფასეულობად და ნეტარებად კი ჰქონდა ფსალმუნთგალობა დავითისა და განუწყვეტელი საუბარი ღმერთთან. ხარბად ტკბებოდა ამით, ვერასოდეს განძღებოდა, არამედ ყოველთვის ამით ნაყრდებოდა, მუდმივად გალობდა: "რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა" (ფს. 118,103). ისმენდა იგი დავითის სხვა სიტყვებსაც: "განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა. გულისათქმელ არიან უფროის ოქროთა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა და გოლეულისა" (ფს. 18,10-11). ესმოდა ასევე სხვა სიტყვებიც: "იშვებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვად გულისა შენისა" (ფს. 36,4), "იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისათა (ფს. 85,4 და 11), "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი" (ფს. 33,9) და "მოგდევდა სული ჩემი შედგომად შენსა" (ფს. 62,9). ჭვრეტდა ამ ნათქვამს. მან სულში მიიღო სიყვარული ამის გამომთქმელისა. დიდებული დავითიც, როცა გალობდა ამ საგალობლებს, ამბობდა, რომ ისურვებდა შეეძინა ბევრი თანამოაზრე და თანაშემწე ღვთის სიყვარულში. და აი, არ გაუცრუვდა მას იმედი, არამედ მიიზიდა საღვთო სიყვარულში ეს ღვთისმოსავი კაცი და მრავალი სხვაც. იულიანე აენთო ღვთის ისეთი სიყვარულით, თითქოს მისით იყო მთვრალი. მიწიერს არაფერს ამჩნევდა, დღე და ღამე მხოლოდ სასურველზე (უფალზე) ოცნებობდა და ფიქრობდა.

3. მას სახელი ყველგან გაუვარდა და მრავალნი სწავლობდნენ მისგან ამაღლებულ სიბრძნისმეტყველებას. მრავალი მიდიოდა მასთან და ევედრებოდა მიეღო თავის მოსაგრეთა სკოლაში, სთხოვდნენ, ნება მიეცა, ეცხოვრათ მასთან, ვითარცა მოძღვართან და ხელმძღვანელთან. ამგვარად, არა მარტო ფრინველნი მიიზიდავენ თავიანთი ჯიშის ფრინველთ, გალობით შეიტყუებენ ბადეში, ადამიანებიც თავიანთ მსგავსთ მიიზიდავენ: ერთნი - დასაღუპად, სხვანი - ცხონებისთვის. მალე იულიანეს გარშემო ათამდე კაცი შეიკრიბა, ბოლოს ასს მიაღწია.

4. თუმცა საკმაოდ ბევრნი იყვნენ, მღვიმე ყველას იტევდა, რამეთუ მათ თავიანთი მოძღვრისგან ისწავლეს, რომ სხეულზე არ ეზრუნათ. თავიანთი მოძღვრის მსგავსად მარილით შეზავებული ქერის პურს ჭამდნენ, მოგვიანებით ველურ მხალს აგროვებდნენ და ამწნილებდნენ. ეს იყო მათი მარაგი, რომელიც ავადმყოფობის ჟამს გამოადგებოდათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat