ათონზე წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწე ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია):
-მამაო, დღეს ერში მცხოვრებ ადამიანს უამრავი საცდური აქვს. შესაძლებელია თუ არა ერში მყოფი ადამიანის ცხონება?
-საცდურები და განსაცდელები დაშვებულნი არიან უფლის მიერ, რომ ჩვენ მათ გაკვეთილზე ნელ-ნელა სიყვარულში გავიზარდოთ. ადამიანის სტერილიზება შეუძლებელია, მან უფლისგან მისთვის დაშვებული ყველა ბარიერი უნდა გადალახოს და რწმენის, იმედის და სიყვარულის საშუალებით მაქსიმალურად მიუახლოვდეს უფალს! ცხონდება ყველა - ერი თუ ბერი, ის ვინც ქრისტესმიერი სიყვარულისთვის ცოცხლობს!