გვესაუბრება ქვემო წყლულეთის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე):

-მადლობელი ვართ პირველ რიგში ღვთისა, რომ ყურად იღო ჩვენმა ხელისუფლებამ მონასტრის თხოვნა და სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფლის გზის შეკეთება დაიწყო. თქვენი ჟურნალის და სხვა საინფორმაციო საშუალებების დახმარებით მთავრობის ყურამდეც მივიდა ჩვენი თხოვნა და დახმარება აღმოგვიჩინეს. მადლობელი ვართ მათი. რაც ადრე იყო, იმაზე უკეთესი გზა გაკეთდა, სანიაღვრეებიც კეთდება. რაც მთავარი მიზეზი იყო ამ გზის დაზიანებისა. მადლობა უფალს, ყველას და დედა ღვთისმშობელს რომ უყურადღებოდ არ დაგვტოვა.
მართლაც რომ გულით და სულით იმუშავეს გზის გასაკეთებლად. დაახლოებით ხუთი დღეა მიმდინარეობს სამუშაოები. სანიაღვრეებისთვის ჩამოიტანეს დიდი მილები.
გვახარებს ის, რომ ერის და ბერი ერთიანია. წყლულეთში ძირითადად მონასტერზე იყო ყურადღება გამახვილებული, მოგეხსენებათ, რომ ქვემო წყლულეთში მოსახლეობა არ ცხოვრობს, მუდმივად მხოლოდ ორი ადამიანია აქ. მადლობას ვუხდით ჩვენს ხელისუფლებას. დროულად აღმოგვიჩინეს დახმარება.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და ბერი და კეთილმორწმუნე მთავრობა და მხედრობა მისი. ერთობით მოგვცეს სულის ცხონება. დიდი მადლობა ჟურნალ "კარიბჭეს" ყურადღებისთვის.