წმინდა კაცი იყო მაქსიმე შარაძე. მან სიყრმიდანვე უფალს განუკუთვნა თავი. თუმცა სურვილი ვერ აისრულა
და მონასტერში არ წასულა, მაგრამ ბერივით ცხოვრობდა - მარხვით, ლოცვით, თავშეკავებით,
რა აძლევდა მაქსიმეს ამდენ ძალას? ღვთის დიდი სიყვარული და წმინდა ცხოვრება. ხალხში თვითონაც ისე ლმობიერად ქადაგებდა, რომ ცრემლს ვერ იმაგრებდა. იმის მხილველთ გულში ღვთის შიში და სიყვარული ენერგებოდათ. მაქსიმე კვირა-უქმე დღეს მღვდლის კურთხევით ეკლესიაშიც ქადაგებდა. ხალხმა იცოდა, რასაც მაქსიმე ამბობდა, საქმით აღასრულებდა. ამიტომაც ეტანებოდნენ მის სიტყვას. მისი მადლმოსილი ქადაგების ერთ მაგალითს გეტყვით: ერთხელ მაქსიმე ბილიარდის მოთამაშეებთან შევიდა და უთხრა: "აბა, ძმებო, გთხოვთ ყური მიგდოთ, ერთი ამბავი უნდა წაგიკითხოთ". ბილიარდის თამაში შეაჩერეს და მაქსიმემ დაიწყო წმინდა გიორგის ცხოვრების კითხვა... ისეთ ლმობიერებაში შევიდნენ მოთამაშენი, რომ ყველამ ტირილი დაიწყო, სათამაშო ჯოხები დაყარეს და მაქსიმეს აღარ მოშორდნენ...