ვაი შენ, ძმაო, რომ თავი მართლმადიდებლად მოგაქვს
ვაი შენ, ძმაო, რომ თავი მართლმადიდებლად მოგაქვს
წმინდა თეოდოსის მონასტერში ერთი მონაზონი ცხოვრობდა, რომელიც თუმცა მართლმადიდებელი იყო, მაგრამ თავისი უბრალოებით სარწმუნოებაში განსხვავებას ყურადღებას არ აქცევდა , ხშირად გამოდიოდა კელიიდან, ხან ეგვიპტელებთან, ხან სომხებთან და ხანაც სხვა ერეტიკოსებთან მიდიდოდა და მათ ლოცვებს ესწრებოდა. ერთხელ უფლის ანგელოზი გამოეცხადა: - მამაო, როცა მოკვდები, როგორ გსურს დაგკრძალოთ, ეგვიპტური, სომხური ან სხვა ერეტიკული წესით, თუ მართლმადიდებლურად? დაფიქრდი. სამი დღის მერე მოვალ და მითხარიო. ბერი ერთ წინასწარმეტყველ მამასთან მივიდა რჩევისთვის. მან ჰკითხა: "სხვა რწმენის ხალხთან ხომ არ დადიხარ?" - "ვისთანაც მოვახერხებ, იმასთან მივდივარ, ხან სომხებთან, ხან ეგვიპტელებთან, ხანაც სხვებთან, ჩემთვის სულ ერთია". "ვაი შენ, ძმაო, რომ თავი მართლმადიდებლად მოგაქვს. გონს მოდი სასწრაფოდ და როცა ანგელოზი მოვა, უთხარი, რომ ამიერიდან მართლმადიდებლობა გინდა". ბერი მართლაც ასე მოიქცა. ანგელოზმა - ახლა კი შენი სული გადაურჩება ჯოჯოხეთის სატანჯველსო. ამ სიტყვის თქმა იყო და ბერმა სული განუტევა.


ბეჭდვა
1კ1