წმინდა აკაკი კავსოკალიველის სკიტის თავზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კალივაში ცხოვრობს მამა სერაფიმე, ძმობასთან ერთად.
რამდენიმე წლის წინ იქ მცხოვრები მონაზონი ხარლამპე გარდამეტებულ ღვაწლს ეძიებდა. ჯერ არ იყო განწმენდილი სიამაყისა და მედიდურობისგან, ამიტომ თავის კალივაში ჩაიკეტა და მარტო ორცხობილით იკვებებოდა. ერთი კვირის მერე ასკეტური საკვები გაუთავდა, კალივის კარი გააღო და ორცხობილიანი ტომარა იხილა. ამან რწმენა შემატა, რომ მისი ღვაწლი და მარხვა სათნოა ღვთისთვის და მეტი თავმდაბლობით აივსო.
გავიდა დაახლოებით ერთი თვე. ერთხელ, შუაღამისას, ხარლამპე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აკათისტოს კითხულობდა. კაკუნი შემოესმა. გააღო კარი და გატყიურებული თეთრ წვეროსანი კოჭლი მოხუცი ბერი დაინახა.
- მე მოძღვარი ვარ, - უთხრა მან, - შენი ღვაწლის სანახავად მოვედი, შვილო ჩემო, რადგანაც მიყვარს, ვინც საიდუმლოდ, საკუთარი ნების მიხედვით იღვწის. თუმცა კოჭლი ვარ, მაგრამ კალათით ორცხობილა და ლირა მოგიტანე, რათა ბევრი ორცხობილა იყიდო და კალივიდან საერთოდ არ გამოხვიდე.
უთხრა ეს და ხელი გაუწოდა კალათის გადასაცემად. ამ მომენტში მამა ხარლამპემ შეამჩია, რომ სტუმარს ფრჩხილები უზომოდ გრძელი და შავი ჰქონდა.
- თუ გინდა რომ დაგიჯერო, - უთხრა მან თეთრწვერას, - ჯვრის ნიში გამოისახე და ერთად გავაგრძელოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აკათისტოს კითხვა.
უცნობმა განრისხებულმა იყვირა:
- მე აქ დასახმარებლად მოვედი შენთან, შენ კი ჩემი არ გჯერა და მეუბნები, რომ ვთქვა ეს. ასეთი სიტყვები, რომელმაც მოგვწვა! არასოდეს.
გაისმა საშინელი ხმაური, კალივა შეირყა, აივსო კვამლითა და საშინელი სიმყრალით, თეთრწვერად გამოცხადებული დემონი კი გაქრა.
მამა ხარლამპე შიშისგან უგონოდ დაეცა. გონს მოსული კალივის კუთხეში მოიკუნტა და იქ დარჩა საბანში გახვეული, აკანკალებული და გაოგნებული. ამგვარ მდგომაროებაში ნახა ის მეზობელმა, მამა დიონისემ, რომელსაც მან ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო.