ტაძარში სწირა და იქადაგა დიდმა მჭევრმეტყველმა მამამ, მოსკოვის მიტროპოლიტმა წმინდა ფილარეტმა.
წირვას ესწრებოდა გიორგი XII-ის ძე, მიხეილი, კაცი ფილოსოფოსი, ფრიად ნასწავლი, მამასავით დიდად მორწმუნე. წირვის შემდეგ ბატონიშვილი შევიდა ფილარეტთან. ჩაის სმის დროს წმინდანმა ჰკითხა: - ბატონიშვილო, მოგეწონათ ჩემი ქადაგება? მშვენიერი იყოო, - მიუგო მიხეილმა. "თქვენი კათოლიკოსებიც ეგრე უქადაგებენ ხალხს?" მიხეილმა მიუგო: "რასაც თქვენ უქადაგებთ მსმენელთ, ეგ ყოველივე წმინდად სრულდება ჩვენში, დაწყებული უბრალო ხალხიდან, ვიდრე მეფემდე. აი, ასე იყო დამწყსილი ჩვენი ეკლესია (ერი)". მაშინ ფილარეტმა შუბლზე ხელი შემოიკრა და თქვა: "ფას, ფილარეტ! ბრძნული კითხვა მიეცი, გარნა უბრძნესი პასუხი მიიღეო".