მარტო ერთი "უფალო შემიწყალე" შესძრავს ზეცასა და მიწას
მარტო ერთი "უფალო შემიწყალე" შესძრავს ზეცასა და მიწას
ერთი მოხუცი მონაზონი ამბობდა: - ლოცვა "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე", საფუძველია სულიერი ცხოვრებისა. მან ასევე თქვა: - მარტო ერთი "უფალო შემიწყალე" შესძრავს ზეცასა და მიწას. "ჩვენ იმიტომ გავხდით მონაზვნები, რათა ვილოცოთ", - ხშირად იმეორებენ მთაწმინდელი მამები.

* წმინდა ილარიონ ქართველის სულიერ შვილს, მამა საბას, საწოლზე არ ეძინა. კელიაში თოკები ჰქონდა ჩამოშვებული, რომელთაც იღლიის ქვეშ იტარებდა და ისე ნახევრად დაკიდებული ღამეს ლოცვაში ატარებდა.


ბეჭდვა
1კ1