"უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე"
"უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე"
მამა იოანიკე (კოცონისი) იხსენებს ორ მოხუც მონაზონს, ყარაყალის მონასტრის სასნეულოს მკვიდრებს, მამა ქრისანთესა და გედეონს. საოცარი მოთმინებით, მართალი იობივით დაითმენდნენ თავიანთ სნეულებას! დიდი უბრალოებით, რიგ-რიგობით ლოცულობდნენ იესოს ლოცვას. როცა ნაბიჯის ხმა შემოესმებოდათ, იტყოდნენ: - მოდი, შევწყვიტოთ, ვიღაც მოდის.

როცა სტუმარი მიდიოდა, ისინი თავიანთ სკვნილზე ლოცვას აგრძელებდნენ.

***
თქვა ბერმა: - როგორც განსაცდელში ჩავარდნილი ხომალდები, მუდმივად "სოს" სიგნალს გადასცემენ, ასევე ადამიანებმაც მუდმივად უნდა წარმოთქვან ლოცვა "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

ბეჭდვა
1კ1