ლოცვითა და ფსალმუნთგალობით მომწვავს
ლოცვითა და ფსალმუნთგალობით მომწვავს
1906 წელს წმინდა სამების ლავრის საავადმყოფოში 96 წლისა გარდაიცვალა სქემმონაზონი ისააკი. სიკვდილს წინ მას ეშმაკებმა ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადეს მისი დიდი ღვაწლისა და იესოს ლოცვის გამო, რომელსაც ის სრულიად დაბრმავებული, განუწყვეტლივ, გონებით ასრულებდა. ეს კი, ჩანს, რომ ეშმაკს ძალზე არ მოსწონდა.

* ერთმა განდეგილმა დემონი დაინახა, რომელიც სხვა დემონს მძინარე მონაზვნის გაღვიძებას აიძულებდა. მან კი უპასუხა: - ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან, როგორც კი გავაღვიძებ, წამოდგება და თავისი ლოცვითა და ფსალმუნთგალობით მომწვავსო.


ბეჭდვა
1კ1