მთელი თქვენი სათნოება სიამაყით დაღუპეთ
მთელი თქვენი სათნოება სიამაყით დაღუპეთ
ღირს თეოდორე განწმენდილს წმინდა წერილის ღრმა ცოდნა ჰქონდა. სულ ოცი წლის იყო, როცა თავისმა მოძღვარმა, ღირსმა პახუმიმ უბრძანა, რომ ძმები დაემოძღვრა. მანაც მორჩილებით დაიწყო წმინდა წერილზე საუბარი. მონასტრის ზოგიერთმა უხუცესმა მკვიდრმა ეს იუკადრისა: "ბალღი დაგვიდგინა მასწავლებლადო" და ერთმანეთის მიყოლებით გარეთ გამოვიდნენ. მამა პახუმი ყურადღებით უსმენდა თეოდორეს და როცა იგი ქადაგებას მორჩა, გარეთ გასულ მამებს მოუხმო და გარეთ გასვლის მიზეზი ჰკითხა: "ბავშვი რატომ დაგვიდგინე მასწავლებლად, იმათ ვინც მრავალი წელია მონასტერში ვცხოვრობთო". ეს რომ გაიგონა ღირსმა პახუმიმ, ღრმად ამოიოხრა და თქვა: "ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეშმაკმა გამოგიჭირათ? მთელი თქვენი სათნოება სიამაყით დაღუპეთ. როცა გახვედით, თეოდორე კი არ მიატოვეთ, არამედ ღვთის სიტყვის მოსმენას გაექეცით და სულიწმიდის მადლსაც მოაკლდით. მე თქვენი ასაკისა ვარ, მაგრამ ყურადღებით ვუსმენდი მას და ბევრი რამ შევიძინეო". ამგვარად დაამდაბლა მამები წმინდა პახუმიმ და ისინი შემდგომში გულმოდგინედ უსმენდნენ მას.

ბეჭდვა
1კ1