ქრისტესთვის ეწამა
ქრისტესთვის ეწამა
1918 წელს საინგილოში მუსავატელებმა აწამეს წმინდა მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილი. ჯერ რამდენჯერმე მიუგზავნეს მოლები - შენი ნებით უარყავ ქრისტეო. შემდეგ ხანჯლებით დაადგნენ თავს 93 წლის მოხუცს, მაგრამ მამა მიხეილმა მათ უთხრა: "ადამიანის ბოლო მაინც სიკვდილია. მაშ, მომკალით წმინდა სამების გულისთვის. სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ თქვენს სარწმუნოებასო". პირჯვრის გამოსახვა ვეღარ მოასწრო, ისე მოუსწრაფეს სიცოცხლე.

* პირველი მღვდელმთავარი, ვინც ქრისტესთვის ეწამა, ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე) იყო. კომუნისტებმა მას ალავერდის სიწმინდეთა სახელმწიფოსთვის გადაცემის აქტზე ხელის მოწერა მოსთხოვეს. უარი მიიღეს. შემდეგ ალავერდის სიწმინდეები თბილისში გაგზავნეს, მეუფე პიროსი კი კომკავშირლებს აცემინეს და გასისხლიანებულ-დასახიჩრებული კიბის ქვეშ დაამწყვდიეს, სადაც აღსრულებულა კიდეც 1922 წლის 23 აპრილს.


ბეჭდვა
1კ1