წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს განადიდებენ ესკიმოსები
წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს განადიდებენ ესკიმოსები
მეუფე ინოკენტი (იასტრებოვი; 1867-1928) ჰყვებოდა:

ამიერპოლარეთში მისიონერობისას ხშირად მიხდებოდა ესკიმოსების მონათვლა. ისინი სიამოვნებით ინათლებოდნენ და ამბობდნენ: - ჩვენ ვიცით, რომ რუსების ღმერთი ყველას სჯობია. ჩვენ ის არაერთხელ გვინახავსო.

როგორ თუ გინახავთ-მეთქი.

ერთხელ ტაიგაში გზა აგვებნა, ძაღლები და მარხილი თოვლში ჩაგვეფლო - ვიფიქრეთ, ყველაფერი დასრულდაო. უეცრად ჩვენ წინ განათდა - ვიღაც ბერიკაცი მოდიოდა! ძაღლები წამოხტნენ, მას გაყვნენ და მან იურტამდე მიგვიყვანა.

სხვა დროს ზღვაში ვიხრჩობოდით, უეცრად კვლავ გამოჩნდა ის ნათელი კაცი და ნაპირზე გამოგვიყვანა. გვითხრეს: ეს უეჭველად რუსების ღმერთიაო. როცა ქალაქში თევზი წავიღეთ, რუსულ ეკლესიაში შევედით და ვითხოვეთ, თქვენი ღმერთები გვაჩვენეთო. მათ გვიპასუხეს, რომ ერთი ღმერთი ჰყავთ და მისი ნახვა შეუძლებელია. აბა, ჩვენ ვიღა ვნახეთ? ტაძარი შემოგვატარეს. აი, ეს არის, კედელზე დავინახეთ, სწორედ ის, ვინც ჩვენ გადაგვარჩენდა ხოლმეო, - ვიცანით! აგვიხსნეს, მას წმინდა ნიკოლოზი ჰქვიაო.

ასე რომ, - თქვა აცრემლებულმა მეუფემ, - ქრისტეს წმინდა მღვდელმთავარი, იქ ჩვენზე ადრე მისიონერობდა.

ბეჭდვა
1კ1