წმინდა იოსებ ჰიმნოგრაფის დახსნა საკვრელთაგან
წმინდა იოსებ ჰიმნოგრაფის დახსნა საკვრელთაგან
ღირსი იოსები სომეხი იმპერატორის, ლეონის მეფობისას, კუნძულ კრეტაზე გადაასახლეს და დილეგში ჩააგდეს. ბორკილდადებულმა გაატარა იქ მთელი ექვსი თვე.

820 წელს, ქრიტეს შობის დღესასწაულზე, როცა ლეონი თავისმავე მცველებმა მოკლეს, იოსები ლოცვებში იყო ჩაძირული. ანაზდად მისი დილეგი განათდა და მღვდელმთავრის სამოსში შემოსილი ჭაღარა კაცი წარუდგა:

- მირონ-ლუკიიდან გამომგზავნა შენთან უფალმა, რათა მეხარებინა, რომ ეკლესიის მტერმა ლეონმა უკვე დაკარგა ტახტიც და სიცოცხლეც. ახლა იგი ღვთის სამსჯავროს წინაშე დგას. შეგიძლია დაბრუნდე კონსტანტინოპოლში.

წმინდა ნიკოლოზმა გადასცა ქარტია და უბრძანა, ჩაეყლაპა. ქარტიაზე ეწერა: "იჩქარე, გულუხვო, ეცადე, როგორც ძალგიძს, ვითარცა მოწყალეს, ჩვენს დახმარებას".

- რარიგ ტკბილია ეს სიტყვები ჩემთვის, - წამოიძახა იოსებმა და ქარტია ჩაყლაპა. მაშინ წმინდანმა უბრძანა, ეგალობა ეს სიტყვები და მანაც, გალობა რომ იწყო, დასცვივდა ხელებიდან ბორკილები. საპყრობილის კარიც თავისით გაიღო და იოსები უკან გაჰყვა მღვდელმთავარს. მცველებს არაფერი გაუგიათ. დილეგიდან გამოსვლისას უხილავმა ძალამ აიტაცა მაღლა და კონსტანტინოპოლის გზაზე დააყენა. ღირსმა იოსებმა ადიდა უფალი წმინდა ნიკოლოზის გამოგზავნისათვის და რამდენიმე ხნის შემდეგ, სამეფო ქალაქის მახლობლად, წმინდანის სახელზე მონასტერიც ააშენა.

ბეჭდვა
1კ1