იმის მეშინია, ვისაც ჩემი სულის და ხორცის მოწყვეტა შეუძლია
იმის მეშინია, ვისაც ჩემი სულის და ხორცის მოწყვეტა შეუძლია
წმინდა მაკარი დიდი ეტყოდა სავანის ძმებს: "ივლტოდეთ, ძმანო!" ამ უდაბნოს იქით სადღა გავიქცეთო, ჰკითხეს. ღირსმა მამამ პირზე თითი დაიდო და თქვა: ამისგან ივლტოდეთ, ძმანო, რათა ვცხონდეთო. ერთხელ მას მამა ესაიამ ჰკითხა, - რა არის კაცთაგან გაქცევაო. ბერმა მიუგო: ეს არის, რომ დაჯდე შენს სენაკში და სტიროდე შენს ცოდვებსო.

* წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი ბრძოლაში მიღებული წყლულებით გარდაიცვალა. შეიწირა ღმერთმა მისი მსხვერპლი და "გვირგვინი-წამებისა" დაადგა მას, ხოლო ერი "ჰნატრიდა მეფეს, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა"...

* როცა კონსტანტინე კახს ამირა ჯაფარი სიკვდილით დაემუქრა, მან უპასუხა, არ მეშინია შენი მახვილისგან, არამედ იმის მეშინია, ვისაც ჩემი სულის და ხორცის მოწყვეტა შეუძლიაო. წმინდა კონსტანტინემ დაითმინა ქრისტესთვის წამება და მონასტერში გადასახლდა.

ბეჭდვა
1კ1