სადაც ღვთის შიშია, იქ არის აღსრულება ყველა მცნებისა
სადაც ღვთის შიშია, იქ არის აღსრულება ყველა მცნებისა
"ყოველთვის უნდა გვქონდეს ღვთის შიში, - ბრძანებს სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო), - ამას გვახსენებს ღვთისმსახურებისას დიდი კვერექსი , როცა ტაძარში შიშით, კრძალვით და სარწმუნოებით შესულთათვის ლოცულობენ. ხედავთ? ვის შეუძლია ტაძარში დგომა? მხოლოდ იმას, ვისაც ღვთის შიში აქვს. წმინდა ბარძიმთანაც ასე ითქმის: "შიშითა ღვთისაითა და სარწმუნოებით მოვედით". ხედავთ, რა აუცილებელია შიში! უმისოდ არ შეიძლება უფლისათვის მუშაკობა? სული ლოცვისას ღვთის შიშით რომ განაწყო, უნდა მოიკრიბო გონება, სულსა და ფიქრებს დამშვიდების საშუალება მისცე, სხვა დროისთვის უნდა გადადო ყველა მიწიერი საზრუნავი. "ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა" (ფს. 3), "სადაც ღვთის შიშია, იქ არის აღსრულება ყველა მცნებისა", - ამბობენ წმინდა მამები... მამა პართენი ამბობდა, ვინც ღვთის შიში მოიპოვა, მისთვის დედამიწაზე აღარ არსებობს არც მწუხარება, არც სევდა - მხოლოდ სიხარულია".

ბეჭდვა
1კ1