ზიარებით განწმენდილი წარდგა ღვთის წინაშე
ზიარებით განწმენდილი წარდგა ღვთის წინაშე
მამა პაისი ათონელი ჰყვებოდა: ერთ მორწმუნე ვაჟს ათეისტი მამა ჰყავდა. შვილი ბევრს ლოცულობდა, ევედრებოდა ღმერთს "სინანულის მინიჭებას" მამისთვის. ერთხელ მამამისი ავად გახდა და ათენის საავადმყოფოში წაიყვანეს. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვაჟმა მამას აღსარება ვერ ათქმევინა. გარდაიცვალა კაცი. ექიმებმა მისი მორგში წასვენება ბრძანეს, მაგრამ შვილი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ფეხმოუცვლელად ლოცულობდა. "ღმერთო, მოჰმადლე სინანული მამაჩემს", - ჩურჩულებდა შეუწყვეტლად. კაცის მორგში მისვენებაც ვერ მოასწრეს, რომ შვილის ლოცვით იგი გაცოცხლდა და სამი წლის შემდეგ, სინანულით და ზიარებით განწმენდილი წარდგა ღვთის წინაშე.


ბეჭდვა
1კ1